სიახლეები
სიახლეები

სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში
27-01-2017
-
+


სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ წარმოადგენს განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და კამპუსს ფრანსს შორის 2015 წლის 1 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად.

განათლების საერთაშორისო ცენტრი, საფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივ დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. 

სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით.  

ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

2017- 2018 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე  შეძლებს საფრანგეთში, აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას.

2017-2018 სასწავლო წლისთვის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულულად გამოცხადდა შემდეგი  მიმართულებები/სპეციალობები:

აგრარული მეცნიერებანი;

განათლება;

ინჟინერია;

მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

სოციალური მეცნიერებები;

ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

სამართალი;

არქიტექტურა;

საჯარო მმართველობა;

მენეჯმენტი.

ელ.  განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1 მარტის  ჩათვლით.

საკონკურსო განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (მათ შორის, უცხო ენაზე შედგენილი) წარდგენა ხდება ელექტრონულ მისამართზე - www.iec.gov.ge ელექტრონული განაცხადის შევსების გზით.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კონსულტაციებს ერთობლივად ან ცალ-ცალკე გამართავენ სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საფრანგეთის საელჩოს წარომადგენლები საქართველოში.

განათლების საერთაშორისო ცენტრი. მის.: ინგოროყვას 7, ელ-ფოსტა: info-iec@iec.gov.ge ცხელი ხაზი: 2 40 02 02



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება