მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ქიმიის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის ვებინარს - ინტერაქტიულ ონლაინ პრეზენტაციას დღეს 16:00 საათზე ჩაატარებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ვებინარის ფარგლებში განიხილავენ აქტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში; იმსჯელებენ ქიმიის კონკრეტულ საკითხებზე და მათ კავშირზე რეალურ ცხოვრებასთან; გამოიყენებენ სწავლების დიფერენცირებულ მიდგომას - გაჩერებებით სწავლებას; აქცენტი გაკეთდება საკვლევო შეკითხვის დასმის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და საკითხის ეფექტიანად ათვისების მიზნით გაკვეთილზე რამდენიმე განსხვავებული აქტივობის შეთავაზების მნიშვნელობაზე.
ვებინარში ჩართვა შესაძლებელია კომპიუტერით ნებისმიერი ადგილიდან, სადაც არის ინტერნეტთან წვდომა. ვებინარი იქნება ინტერაქტიული, მასწავლებლებს შეეძლებათ კითხვების დასმა და მათზე პასუხების მიღება.
ინტერაქტიულ ონლაინ პრეზენტაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ქიმიის სპეციალისტი ნატია არაბული ჩაატარებს, რომელსაც ციკლური ხასიათი ექნება და არანაკლებ თვეში ერთხელ ჩატარდება.
ვებინარში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია გუშინ დასრულდა. დარეგისტრირებულ მსმენელებს გაეგზავნათ ვებინარის ბმული და ჩართვის ინსტრუქცია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც