სიახლეები
სკოლები

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი-მუზეუმი მოაწყვეს
22-11-2018
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საგანის -„მე და საზოგადოება“ მასწავლებლის ფატმან კლდიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „ჩვენ მივდივართ მუზეუმში“ განახორციელეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ რისი სწავლა შეიძლება არასაგაკვეთილო აქტივობების შედეგად და მშობლიური კულტურის მიმართ მზრუნველი დამოკიდებულება გამოევლინათ.

მოსწავლეებმა ასევე დაგეგმეს პროექტი - „მინი-მუზეუმი სკოლაში“ და ზედა სიმონეთში მდებარე დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმის დათვალიერება და მათი ბიოგრაფიის და შემოქმედების შესწავლა გადაწყვიტეს.

სკოლის აღსაზრდელებმა მშობლებთან სახლ-მუზეუმი მოინახულეს. სკოლის აღსაზრდელებმა ასევე პედაგოგის ხელმძღვანელობით მუზეუმში გაკვეთილი ჩაატარეს, რომლის თემა იყო სერგო კლდიაშვილის „აზნაურ ლახუნდარელის თავგადასავალი“. გაკეთილის შემდეგ კი სახლმუზეუმის ეზოში მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად ითმაშეს და იმხიარულეს.

ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ მოსწავლეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები დაწერეს, ექსკურსიაზე გადაღებული ფოტოები დაბეჭდეს და კედლის გაზეთი გამოუშვეს. ასევე დახატეს თავიანთი თვალით დანახული სახლ-მუზეუმი, ეზო, მუზეუმში ნანახი ნივთები და სკოლაში გამოფენა მოაწყვეს. თანატოლებს დავითისა და სერგო კლდიაშვილების ბიოგრაფია და შემოქმედება გააცნეს, შემდეგ კი წინასწარ შედგენილი სცენარით -„აზნაურ ლახუნდარელის თავგადასავალი“ გაითამაშეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს

მასწავლებლებს განაცხადის გასაკეთებლად ვადა დღის ბოლომდე აქვთ - დეტალები

„მე რომ მასწავლებელი ვიყო“... - როგორ გაკვეთილებს ჩაატარებდნენ მოსწავლეები - რჩევები პედაგოგებს ბავშვებისგან

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ცნობილი ადამიანების მიერ დედებისადმი მიძღვნილი ფრაზები

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს

პატარებმა, დამრიგებლის - მაკა ტალახაძის ხელმძღვანელობით, დედისის დღე აღნიშნეს
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება