მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2019 წლიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება სახელმწიფო უნივერსიტეტებში სურთ, თბილისსა და ზუგდიდში მომზადება უფასოდ შეეძლებათ.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო აპარატის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, ახალგაზრდების განათლება სრულად დაფინანსდება.
„ძალიან რთულ პირობებში უწევთ სასკოლო განათლების მიღება. გალსა და ახალგორში ეს პროცესი ფაქტობრივად შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე არ ეძლევათ განათლების მიღების შესაძლებლობა. სახელმწიფო მსურველებს შესთავაზებს სრულიად უფასო, უგამოცდოდ მოსამზადებელ ცენტრს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში გაივლიან მომზადებას და შემდგომ უკვე გამარტივებული წესით მოხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა „იმედთან“ საუბრისას ციხელაშვილმა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ნათია ზედგინიძის ცნობით, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით, საკვებითა და შესაბამისი ლიტერატურით.
„ბენეფიციარები მიღებულნი იქნებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდში, შოთა მესხის სახელობის უნივერსიტეტში. აღნიშნული პროგრამა დაფინანსებული იქნება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსება გულისხმობს ბენეფიციარებისთვის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტიპენდიით უზრუნველყოფას, ცხოვრებას, კვებას და ლიტერატურით უზრუნველყოფას“, - განაცხადა ზედგინიძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც