მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საატესტატო და ეროვნული გამოცდების რეფორმის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული სისტემის შეფასება, თუ რამდენად პასუხობს მოთხოვნებს.
„რეფორმების პრეზენტაციის დროს გამოვაცხადეთ, რომ გვექნება კონკრეტული ნაბიჯები. ამჟამად მიმდინარეობს შეფასება იმ სისტემის, რამდენად ადეკვატურია და რამდენად პასუხობს დღევანდელი სისტემა მოთხოვნებს. მუშაობა დაწყებულია, მიმდინარეობს შეფასებები და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული ხედვა, როგორც დამამთავრებელ კლასებზე, ასევე ეროვნულ გამოცდებზე, თუ რა ცვლილებები შეიძლება შეეხოთ. გპირდებით, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან უკვე მზად ვიქნებით, წარმოვადგინოთ ჩვენი გეგმა, რომ რაც შეიძლება ადრე გაიგონ აბიტურიენტებმა და მშობლებმა, კონკრეტულად რა ცვლილებები იქნება. ეს ყველაფერი გათვლილი იქნება აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე და იმ ხარისხის ეფექტზე გათვლით, რომ რაც შეიძლება მეტი წარმატებული აბიტურიენტი მოხვდეს წარმატებულ უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ბატიაშვილმა.
ასევე იხილეთ: გაერთიანდება თუ არა სკოლის გამოსაშვები და ეროვნული გამოცდები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც