მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკის ერთხელ თემობაში ჯიბგირი მიეპარა და ჩუმად ხელი ჩაუყო ჯიბეში, სადაც ნაწერი ქაღალდების მეტი არა იყო - რა. პოლიციელმა თურმე შენიშნა და წაავლო ხელი ჯიბგირს.
მწერალმა რომ დამფრთხალი და შეშინებული ახალგაზრდა ქურდი დაინახა, შეეცოდა, მიუბრუნდა და სიცილით უთხრა: ,,შე კაცო, აკი ერთხელაც გითხარი, მაგას ნუ შვები-მეთქი! რათ იცი ხოლმე ჩემს ჯიბეში ხელის ჩაყოფა? ხელნაწერი რომ არ წაიკითხო, არ იქნება? როცა დაიბეჭდება, მაშინაც მოესწრები სხვებთან ერთად წაკითხვასაო!“ პოლიციელმა რომ ეს გაიგონა, იფიქრა, ალბათ, ვინმე კარგი შეხუმრებული ნაცნობი ყოფილაო, ბოდიში მოუხადა და გაუშვა ჯიბგირი.
რამდენიმე წლის შემდეგ მწერალს ბარათი მიუვიდა: ,,დიდი ხანია, რაც კი რამ დაბეჭდილა თქვენი და ან იბეჭდება, ყველას ვკითხულობ. თქვენ რომ პირველად გნახეთ, იმ დღიდანვე მე ხელი ავიღე ჩემ პირვანდელ ხელობაზე, შევისწავლე წიგნების კინძვა, მეყდე გახლავარ და თუ ინებებთ, წიგნებს ნახევარ ფასად შეგიკრავთ.''
თქვენი მოსამსახურე გ. სან-ძე
(წყარო: აკაკის ნაკვესები)
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.