სიახლეები
სკოლები

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
22-11-2018
-
+


მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში გაიმართა საშემოდგომო  ღონისძიება, რომელშიც ჩართულნი იყვნენ პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს როლებში „ხილთა ქება“, მხატვრულად წაიკითხეს შემოდგომის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ლექსი, სიმღერებით გააფორმეს საღამო და  მასწავლებლების დახმარებით მოაწყეს საშემოდგომო კუთხე.

ღონისძიების დასასრულს, დააგემოვნეს თათარა, სხვადასხვა ხილი და რაც მათთვის ყველაზე სახალისო და საინტერესო იყო, საკუთარი ხელით ამოავლეს ჩურჩხელები. აღსანიშნავია ის, რომ მათ, პირველად მიიღეს მონაწილეობა მსგავს საშემოდგომო რიტუალში და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ.

ღონისძიებას უძღვებოდნენ დაწყებითი კლასის დამრიგებლები და ესწრებოდნენ: სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მშობლები, ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის აღმზრდელები.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები

ექსკურსიას  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მიმოზა ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა

 ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან - ძმები გიორგი და დავით გიგანები და ნიკოლოზ ზურაბიანი

წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ღონისძიბაში მონაწილეობდნენ სამივე საფეხურის მოსწავლეები

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება