მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის მუნიციპალიტეტის, ორპირის საჯარო სკოლის კალათბურთის გოგონათა გუნდმა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ის მუნიციპალურ თამაშებში პირველი ადგილი დაიკავა.
შეხვედრა სპორტის სასახლეში გაიმართა. სპორტული ღონისძიება ვაჟთა და გოგონათა კატეგორიაში მოეწყო.
სულ მუნუციპალიტეტის მასშტაბით შეჯიბრში გოგონათა 6 და ვაჟთა 10 გუნდი მონაწილეობდა. თითოეული მოასპარეზე ჯგუფი 3 ძირითადი და 1 სათადარიგო მოთამაშისაგან შედგებოდა, რომელთაც თან ახლდა 1 მწვრთნელ-მასწავლებელი.
ფინალში ერთმანეთს გოგონებიდან - N7 და ორპირის საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება გოგონებიდან ორპირის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, რომლებიც გაზაფხულზე რეგიონალურ თამაშში მიიღებენ მონაწილეობას.
გუნდის წევრები არიან: ქრისტინე დოღონაძე მე-11 კლასი, სალომე ჟორჟოლაძე მე-11 კლასი,ანი გაბელაშვილი მე-11 კლასი და ლიზი კიკნაველიძე მე-8 კლასი.
გუნდის მწვრთნელი- სპორტის მასწავლებელი ნუნუ გორგიძეა.
ღონისძიებას ორგანიზება მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს
ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთი შესანიშნავი ნაწარმოები
ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნეს ვიდეო დავით აღმაშენებელზე
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე