სიახლეები
სიახლეები

ქედის ''ეტალონის'' გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცათ
27-01-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება.

ამჯერად ''ქედის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.   

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქედაში, სპორტსკოლაში ჩატარდა. 

ქედის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ. 

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელს საჩუქრად 500 ლარი, მეორე ადგილზე გასულს 300, ხოლო მესამე ადგილზე გასულს 200 ლარი გადასცა. 

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.  

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. 

''ქედის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს პირველი მაისის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მაკა გოგუაძე დაეუფლა.

,,ქედის ეტალონმა მოსწავლემ“, მაკა გოგუაძემ აღნიშნა, რომ გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო: 

,,სიმართლე გითხრათ, არ ველოდი გამარჯვებას, პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, ზოგადად ასეთი ხასიათი მაქვს. ძალიან გამიხარდა პირველ ადგილზე რომ გავედი. მოულოდნელი ბედნიერება უფრო ტკბილი ყოფილა. მოსწავლეებისთვის ,,ეტალონი“ საუკეთესო პროექტია. მომავალ ,,ეტალონელებს“, პირველ რიგში, წარმატებას ვუსურვებ და ვურჩევ, რომ არ ინერვიულონ და გაითვალისწინონ დროის ფაქტორი.“

რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში ქედის მუნიციპალიტეტის ფაქტობრივად ყველა სკოლა მონაწილეობდა: 

,,სკოლების დაინტერესება ძალიან მაღალი იყო, ფაქტობრივად ყველა ჩაერთო. დასკვნით ეტაპზე 79 მოსწავლე მონაწილეობდა. საკმაოდ კარგი ქულებით დასრულდა შეჯიბრი. გამგეობამ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები ფულადი პრიზებით დააჯილდოვა - 500, 300 და 200 ლარით.“

გამგებლის, დავით დუმბაძის თქმით, შარშანდელთან შედარებით, წელს ბევრად მეტი მოსწავლე მონაწილეობდა: 

,,ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მოსწავლეების მოტივაციას უწყობს ხელს. პროექტი ნამდვილად წარმატებულია და ამაზე მეტყველებს ის, რომ შარშანდელთან შედარებით წელს ბევრად მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. შარშან 23 მონაწილე იყო, წელს კი - 79. ეს ინტელექტ-შეჯიბრი საქართველოს  ყველა რაიონსა და მუნიციპალიტეტში უნდა ტარდებოდეს.“

ქედის გამგებლის მოადგილემ მამუკა ფარტენაძემ აღნიშნა, რომ ,,ეტალონის“ როლი ახალგაზრდების განათლების საქმეში ძალიან დიდია: 

,,ღონისძიება ძალიან კარგად ჩატარდა, დამსწრე საზოგადოება კმაყოფილი დარჩა. ,,ეტალონს“ მომავალი თაობის აღზრდაში შეუფასებელი წვლილი აქვს. პროქტი ძალიან დიდ საქმეს აკეთებს მომავლი თაობის აღზრდისთვის. ეს ინტელექტ-შეჯიბრი თავისი ფორმატიდან გამომდინარე ყველასათვის საყვარელია.“

საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ Etaloni.ge-სთან საუბრისას პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: 

,,ეტალონი“ საჭირო პროექტია, მივესალმები და უნდა გაგრძელდეს. ამ ინტელექტ-შეჯიბრის შეხვედრებით გამოვლინდა ბევრი ნიჭიერი მოსწავლე, რომლებიც ძალიან კარგ განათლებას მიიღებენ და ჩვენს ქვეყანას გამოადგებიან.“

ქედის პირველის მაისის სკოლის დირექტორი თინა ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ გამარჯვებული წარჩინებული მოსწავლეა:

,,მაკა გოგუაძე პედაგოგის ოჯახში გაიზარდა, წარჩინებული მოსწავლეა. მონაწილეობს საგნობრ-ინტელექტუალურ შეჯიბრებებში, რომლებიც ჩვენს სკოლაში ძალიან ხშირად ტარდება. ამანაც ხელი შეუწყო, რომ მაკას პირველი ადგილი აეღო კონკურს ,,ეტალონში“. რაც შეეხება ,,ეტალონს“, იგი მოსწავლეებს უკეთესად სწავლის სტიმულს აძლევს. ამ ღონისძიებაზე მე დავინახე ცოდნის ზეიმი. გოჩა ტყეშელაშვილი ძალიან კარგად ართმევს თავს ამ საქმეს. ვფიქრობ, ეს ინტელექტ-შეჯიბირი ტელევიზიით უნდა შუქდებოდეს, რომ ფართო აუდიტორიამ ხშირად ნახოს.“

''ქედის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი მაკა გოგუაძე გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება