მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რამდენიმე დღეა საზოგადოების განხილვის საგანს წარმოადგენს სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკითხი. როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დაანონსდა, 2020 წლიდან საატესტატო გამოცდების გაუქმება იგეგმება, მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის კი წელსვე უნდა მოიხსნას გამოსაშვები გამოცდები.
განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულის მიზეზი სკოლის გაძლიერებას ემსახურება. მისი თქმით, მოსწავლეები ცოდნის მიღებაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულნი და არა საგამოცდოდ მომზადებაზე. მინისტრის ცნობით, საატესტატო გამოცდების გაუქმების შემთხვევაში, სკოლაში შიდა გამოცდები ჩატარდება. მიხეილ ბატიაშვილი ასევე ამბობს, რომ სკოლას უნდა დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და მისაღები გამოცდები სკოლის პროგრამასთან მაქსიმალურად დაახლოებული უნდა იყოს.
Etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტესტურ ნიმუშებს გთავაზობთ, რათა თავად შეაფასოთ რა კითხვებზე უწევთ სკოლის დამთავრებისას მოსწავლეებს პასუხის გაცემა და რამდენად სწორია აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
ფიზიკა20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კალანდობა და „ზომხა“ - როგორ აღინიშნება ძველით ახალი წელი საქართველოში
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სადღესასწაულოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი ნომრები წარუდგინეს და ემოციებით სავსე სანახაობა აჩუქეს