მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იტალიაში მდებარე პიზის დახრილი კოშკი (Torre pendente di Pisa), რომელიც სწორედ ამ უცნაური დახრილობის გამოა პოპულარული მთელ მსოფლიოში, ნელ-ნელა სწორდება.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კოშკის ღერძის დახრილობა 4 სანტიმეტრით შემცირდა. ამის მიზეზი კი გამაგრებითი სამუშაოებია, რამაც შედეგი გამოიღო და კონსტრუქციის საძირკველს სიმყარე დაუბრუნა.
პიზის კოშკი ახლა 0,5%-ით უფრო ნაკლებად არის დახრილი.
„გადახრის წლიური შემცირება 0,5 მილიმეტრს არ აჭარბებს, თუმცა მთავარი ისაა, რომ შენობა სტაბილურობას ინარჩუნებს და იმაზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ვვარაუდობდით - ამბობს პიზის უნივერსიტეტის გეოტექნიკის კათედრის დოცენტი ნუნციანტე სკუელი.
57 მეტრიანი მონუმენტი ბოლო 20 წლის განმავლობაში 4 სანტიმეტრით გადმოიხარა. ანალოგიური პრობლემა კოშკს 90-იან წლებშიც ჰქონდა. სწორედ მაშინ, პიზის კოშკის 800 წლიანი არსებობის განმავლობაში ტურისტებისთვის პირველად დაიკეტა იგი. 1993 წლიდან 2001 წლამდე მისი ორიგინალური სახის დაბრუნებაზე ექსპერტები მუშაობდნენ. საბოლოოდ, კი მათ შედეგს მიაღწიეს.
პიზის დახრილ კოშკს გააჩნია 294 საფეხური. კოშკის სიმაღლე ყველაზე დაბალ მხარეს შექდგენს 55,86 მეტრს, ხოლო ყველაზე მაღალ მხარეს – 56,7 მეტრს. კოშკი აშენებულია თეთრი მარმარილოს ქვით. პირველი სართული თაღოვანია, ხოლო დანარჩენი სართულები გარშემორტყმულია გალერეებით.
იხილეთ ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.