სიახლეები
სკოლები

გეზათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ
26-11-2018
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის გეზათის საჯარო სკოლამ სოფელ დიდ ჯიხაიშში მოაწყო ექსკურსია, სადაც მოსწავლეებმა ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს. 

ექსკურსია სკოლის დირექციისა და მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და ტექნოლოგიების კათედრის თავჯდომარე იზაბელა გაბუნიას თაოსნობით მოეწყო. ექსკურსიაში მონაწილეობდნენ VII-VIII-IX კლასის მოსწავლეები, სკოლის დირექტორი ნათელა კიკაბიძე, დამრიგებლები: იზაბელა გაბუნია, ქეთევან ვეკუა, სპორტის მასწავლებელი რამინ კორძახია, გეოგრაფიის მასწავლებელი მაია ხომერიკი და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი თეა ფირცხალავა. 

ექსკურსიის მიზანი იყო ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალების გაცნობა. ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეებმა შექმნეს ფოტოსტენდი, სადაც გამოფინეს მუზეუმში გადაღებული სურათები და თავიანთი შთაბეჭდილებები: 

გიორგი ქამადაძე (VII კლასის მოსწავლე): „მუზეუმი საინტერესოა არამარტო იქ დაცული ექსპონატებით, არამედ ულამაზესი ეზოთი, სადაც გაშენებულია უამრავი სხვადასხვა ჯიშის ხე. ეს დღე მუდამ მემახსოვრება“. 

იზოლდა ბოკერია
(IX კლასის მოსწავლე): „ნიკო ნიკოლაძე მათემატიკური ტერმინების შემქმნელი, რკინიგზის გაყვანის ორგანიზატორი, ფოთის აღმშენებელია. ეს მცირე ჩამონათვალია ამ დიდი ღვაწლმოსილი ადამიანის ნამოღვაწარიდან. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი საჩუქარი იყო“. 

პავლე ორობინსკი (IX კლასის მოსწავლე): „საგამოფენო დარბაზში მომეწონა ნიკო ნიკოლაძის მიერ ევროპიდან ჩამოტანილი ავეჯი და ჭურჭელი და გიორგი ნიკოლაძის მიერ გამოყენებული მთამსვლელის იარაღი, ეს დღე წარუშლელ შთაბეჭდილებად დამრჩა“. 

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით იგავ-არაკები წაიკითხეს და განიხილეს


ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

ვალდებულება მთავრობამ 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა შეასწრულოს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს მხატვრული ლიტერატურის კითხვის მნიშვნელობა 

ხიზაბავრის საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „დავით IV აღმაშენებელი მეფე მწიგნობარი"

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება