სიახლეები
სიახლეები

„რეალურად იაკობ გოგებაშვილის მიდგომა იყო ძალიან კარგი საინტერესო და ეფექტიანი“ - ექსპერტის შეფასება „დედა ენის“ შესახებ
26-11-2018
-
+


„ეს არის წმინდა წყლის პოპულისტური განცხადება, რომ ადამიანების გულები მოიგონ, თითქოს პატრიოტიზმს და ეროვნულობას ვკარგავთ, თუ „დედა ენაზე“ ვიტყვით უარს“, - აცხადებს განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, განათლების ექსპერტი რევაზ აფხაზავა „დედა ენის“ სკოლებში დაბრუნების ინიციატივასთან დაკავშირებით.

განათლების ექსპერტის მოსაზრებით, 21-ე საუკუნეში იმ ტერმინოლოგიით წერა-კითხვის სწავლება, რაც მე-19 საუკუნის მოსწავლეებისთვის იყო ახლობელი, სავალალო შედეგს მოიტანს და ბავშვებს განათლების მიღებას შეაძულებს.

„დედა ენის“ ღვაწლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდის საქართველოში. სახელმძღვანელო ორ ძირითად პრინციპს ეყრდნობოდა: პირველი - ეს იყო დასავლური მოწინავე მეთოდოლოგია, რომელიც რუსეთმა გადმოიღო და მერე მათგან გოგებაშვილმა, ეს არის ზოლოტოვის მიერ შემუშავებული ანალიზური მეთოდი, თუმცა შემდეგ რედაქციებში მან შეცვალა ეს მეთოდოლოგია და სინთეზურ-ანალიზურით შეადგინა სახელმძღვანელო. მეორე - ტექსტები, რომელიც სახელმძღვანელოში შედიოდა და ბავშვები კითხულობდნენ შედგენილი იყო ისეთი სიტყვებით, რომელიც ახლობელი იყო არსებული ყოფისთვის. ეს ორი პრინციპი მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

რას ნიშნავს ხელშეუხებლობა ჩემთვის გაუგებარია, როდესაც თვითონ იაკობ გოგებაშვილმა შეცვალა ბევრჯერ სახელმძღვანელო და ბევრჯერ გაშალაშინდა, მაშინ ჩვენ რატომ უნდა გადმოვიღოთ 21-ე საუკუნეში მე-19 საუკუნის წიგნი შეუცვლელად და თუ დამუშავებაზეა ლაპარაკი, ეს წიგნი რეალურად დაშორდება იაკობ გოგებაშვილის წიგნს, რადგან ტექსტებიც შესაცვლელი იქნება. ერთადერთი შეიძლება შენარჩუნდეს ეს შერეული მეთოდოლოგია, თუ ეს მიზანშეწონილი იქნება თავად ფილოლოგებისა და ამ საკითხის მცოდნეების მხრიდან.

ჩემი აზრით, ეს არის პოპულისტური განცხადება, რადგან რეალურად რას ნიშნავს ეს აბსოლუტურად გაუგებარია... 21-ე საუკუნეში თანამედროვე ბავშვებმა კითხვა ისწავლო თოხით და სხვა ძველი სიტყვებით, ეს მათ სწავლა განათლებას შეაძულებთ.  იაკობ გოგებაშვილი თავად წერდა, რომ სიტყვები რომელიც უნდა ისწავლონ ბავშვებისთვის ახლობელი უნდა იყოს.

რეალურად იაკობ გოგებაშვილის მიდგომა იყო ძალიან კარგი საინტერესო და ეფექტიანი. მან გამოიყენა თანამედროვე მოწინავე მეთოდები და ტექსტი მოარგო იმ ყოფას და ინტერესებს, რაც მაშინ ჰქონდათ მოსწავლეებს. დღეს ეს მეთოდებიც განვითარდა და ტექსტებიც.

ეს არის წმინდა წყლის პოპულისტური განცხადება, რომ ადამიანების გულები მოიგონ, თითქოს პატრიოტიზმს ვკარგავთ თუ „დედა ენაზე“ ვიტყვით უარს. „დედა ენაზე“ არავინ არ ამბობს და არავინ კარგავს, მის ღვაწლს ყველა აღიარებს, მაგრამ დღეს იმავე მეთოდის გადმოღება არის წარმოუდგენელი. ალბათ, მეტი დეტალი რომ იქნება ცნობილი შემდგომ უფრო გავიგებთ რასთან გვაქვს საქმე და იმედი მაქვს, ეს რაღაც აბსურდი არ იქნება“, - განაცხადა განათლების ექსპერტმა.

ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურისა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშისა და პარლამენტის წევრის, ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივით, მომავალი წლიდან შესაძლოა „დედა ენის“ სახელმძღვანელო სკოლებში დაბრუნდეს.  

„უკვე არის მიღებული გადაწყვეტილება განათლების და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ, რომ სამინისტროში შეიქმნას საბჭო, რომელიც შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით შეაჯამებს „დედა ენის“ იმ რედაქციას, რომელიც იქნება ერთი და დაიბეჭდება სამინისტროს ეგიდით მომავალი წლიდან. ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ „დედა ენა“, თავისი პედაგოგიური უნიკალური მეთოდიკით დაუბრუნდეს სკოლას”, - განაცხადა ჯაშმა.

ასევე იხილეთ: სკოლებში „დედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შეტანა მოხდება, რომელიც განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი“ 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან 

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა შეისწავლეს პლანეტები და მათი თავისებურებანი

მოსწავლეები თამაშში ხალისითა და დიდ შემართებით ჩაერთნენ


საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება