რა სჭირდება მასწავლებელს წახალისებისთვის ფინანსური მხარდაჭერის გარდა? - დირექტორების პასუხები
რა არის საჭირო მასწავლებლის წახალისებისთვის? ფინანსური მხარდაჭერა ძლიერი მოტივატორია და ეს პასუხი ყველასთვის ბუნებრივია, თუმცა, ხელფასისა და პრემიის გარდა, კიდევ რა უქმნის მასწავლებელს მოტივაციას? Etaloni.ge აღნიშნული თემით სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა.
ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი ეკატერინე ლაღაძე:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
პოზიტიური გარემო სკოლაში და ტექნოლოგიური რესურსი.
ქუთაისის №14 საჯარო სკოლა, დირექტორი ნონა ჩუბინიძე:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მისი თუნდაც მცირე ძალისხმევის აღნიშვნა და დაფასება დირექციის მხრიდან.
შუამთას საჯარო სკოლა, დირეტორი ლეონინე სულაბერიძე:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მხარდაჭერა და აღიარება სამინისტროსა და დირექციისგან, ასევე ტრენინგები - მოტივაციისთვის.
სულორის საჯარო სკოლა, დირექტორი დოდო ჩახუნაშვილი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა დირექციის მხრიდან.
ხანის საჯარო სკოლა, დირექტორი სოფიო დანაჩევი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მისი საქმიანობის მხარდაჭერა.
მოლითის საჯარო სკოლა, დირექტორი ალბერტ არუთუნიანი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
სამუშაოს დაფასება და ტრენინგებზე სიარული, რაც მოტივაციას ამაღლებს.
ხორხელის საჯარო სკოლა, დირექტორი ლილი ჯავახიშილი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მათდამი მიძღვნილი ღონისძიებების მოწყობა და აღნიშნულით მათი ღვაწლის დაფასება.
მუკუზნის საჯარო სკოლა, დირექტორი მაია სიდამონიძე-გამყრელიძე:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მოსწავლეების სიყვარული და საზოგადოებისგან აღიარება.
ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა, დირექტორი ქეთევან ირომაშვილი-ჯაჭვაძე: მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მადლობის საჯაროდ გამოცხადება და ქების სიგელის ჯილდოდ გადაცემა.
ბათუმის N10 საჯარო სკოლა, დირექტორი დავით ეცადეიშვილი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მისი საქმიანობის ადეკვატურად დაფასება, შექება და მოწონება, როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე - სამინისტროს მხრიდან.
ბათუმის N29 საჯარო სკოლა, დირექტორი ნური ჯაფარიძე:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
სკოლის დირექციის მხრიდან შექება და მადლობის გამოცხადება.
ინჩხურის საჯარო სკოლა შორენა ახვლედიანი: მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მასწავლებელს სამინისტროს მხრიდან ჯილდო და დაფასება სჭირდება.
დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლა დავით ნაჭყებია:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
ეკონომიკის განვითარების ამ ეტაპზე მასწავლებლებს მორალურ მოტივაციაზე მეტად ფინანსური მოტივაცია სჭირდებათ.
ჯურუყვეთის №1 საჯარო სკოლა, დირექტორი ვასილ გიგინეიშვილი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
შექება პედსაბჭოზე და მისი საქმიანობის დაფასება.
ლესის საჯარო სკოლა, დირექტორი ნანა თავდიშვილი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
კარგი სასწავლო გარემო და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
თბილისის №124 საჯარო სკოლა, დურექტორი მადონა მუმლაძე:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მხარდაჭერა და აღიარება დირექციისა და თანამშრომლების მხრიდან.
თბილისის №76 საჯარო, დირექტორი ნათია სებისკვერაძე:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მატერიალური რესურსი და ტრენინგები, რომლებიც მათ მოტივაციას ზრდიან.
თბილისის №96 საჯარო სკოლა, დირექტორი სუსანა შოშიაშვილი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიური მხარდაჭერა.
თბილისის N50 საჯარო სკოლა, დირექტორი მანანა ალიბეგაშვილი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მშვიდი გარემო, თანამშრომლობითი კულტურა სკოლაში და მოსწავლის შედეგი, რომელიც მის მოტივაციას გაზრდის.
ცხუმარის საჯარო სკოლა, დირექტორი ლალი გურჩიანი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
საჭირო რესურსები და მასალები, ასევე, საქმიანობის სიგელებით დაფასება.
მაღაროსკარის საჯარო სკოლა, დირექტორი თამარ თანდილაშვილი:მასწავლებელს წახალისებისა და მოტივაციისთვის სჭირდება:
მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და საინტერესო სასწავლო რესურსები.