სიახლეები
ეტალონი, სსიპ სანდრო შანშიაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლა

მოულოდნელი სიურპრიზი სიღნაღის ''ეტალონის'' გამარჯვებულებს
30-01-2017
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი ,,ეტალონი" გრძელდება.

ამჯერად ''სიღნაღის ეტალონი მოსწავლე'' გამოვლინდა.  

ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ჯუგაანის სკოლაში ჩატარდა.       

სიღნაღის გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.   
 
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის და რესურსცენტრის თანამშრომლები, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.   
 
სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი შიოლაშვილის სახელით, გამარჯვებულს გადაეცემა ლეპტოპი. 

გამგეობისგან გამარჯვებული ვეფხისტყაოსნით დაჯილდოვდა, მეორე ადგილზე გასულს საქართველოს ისტორია გადაეცა, მესამე ადგილზე გასულს კი - მსოფლიოს ენციკლოპედია.  კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა.     
 
დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული. 
  
,,სიღნაღის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს საქობოს სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე სოფი ყარალაშვილი დაეუფლა.

,,სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ სოფი ყარალაშვილი, მომავალ ,,ეტალონელებს’’ რჩევებს აძლევს
:    
 
,,ამ პროექტში მონაწილეობის მიღება არ გამიჭირდა. შარშან ნერვიულობის გამო ვერ წარმოვაჩინე საკუთარი თავი. წელს გავიზარდე, გამოცდილებაც მივიღე და ისე არ გამჭირვებია. მომავალ ,,ეტალონელებს’’ ვურჩევდი არ ინერვიულონ, მარტივად შეხედონ სიტუაციას, წინასწარ არ დაითრგუნონ თავი. ლოგიკურ აზროვნებას მიენდონ. ,,ეტალონი’’ მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მასში საქართველოს ყველა სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. პროექტი მოსწავლეებს საკუთარი თავის რეალიზების საშაულებას აძლევს.“ 
 
კახეთის სახელმწიფო-რწმუნებულის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილის თქმით, ღონისძიება კარგად იყო ორგანიზებული და ყველაფერმა უხარვეზოდ ჩაიარა:

საინტერესო შეჯიბრი იყო. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სკოლა იყო ჩართული. გამორჩეული ახლაგაზრდები  ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.  დაძაბული  ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად  გამოვლინდა გამარჯვებულიც. ხალისიანი და აზარტული ტური იყო. თავად შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და ყველაფერმა უხარვეზოდ ჩაიარა. ასეთი პროექტები მოსწავლეებს გზას უხნის შემდგომი წარმატებებისკენ. ,,ეტალონში" მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა თითოეული მოსწავლისათვის. ეს ის პროექტია, რომელიც ახალგაზრდების განათლებასა და წარმატებაზეა ორიენტირებული. ის ხელს უწყობს  ცოდნის პოპულარიზაციასდა წიგნიერების დონის ამაღლებას. პროექტის მეშვეობით მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის სიხარულის გაზიარებასაც.  
 
სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი აღნიშნავს, რომ ,,ეტალონში’’ სიღნაღის ყველა სკოლა ჩაერთო: 

,,სიღნაღში ,,ეტალონს’’ ტრადიციული ხასიათი აქვს. საკმაოდ მაღალი ქულები ჰქონდათ მონაწილეებს. მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარს დაუჭერს ამ პროექტს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთელ შემოქმედებით კოლექტივს. ჩვენი ბავშვები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. აღსანიშნავია, რომ სიღნაღის ყველა სკოლა ჩაერთო ინტელეტქ-კონკურსში. იმედი გვაქვს, რომ ,,სიღნაღის ეტალონი მოსწავლე’’ ფინალში საპრიზო ადგილს დაიკავებს.''   
 
საკრებულოს თავმჯდომარე - გოჩა ტოკლიკიშვილის თქმით, ,,ეტალონი“ ისევ უნდა დაბრუნდეს სატელევიზიო სივრცეში:

,,ეტალონი“ მიზნად ისახავს ქვეყნის მოსწავლე-ახალგაზრდობის დაინტერესებას სწავლა-განათლებისადმი. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ცოდნის პოპულარიზაციას, გამოავლინოს და წაახალისოს ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა. მივიჩნევ, რომ პროექტი, რომელიც თავის დროზე რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში გადიოდა, ისევ უნდა იქცეს საეთერო ინტელექტუალურ-შემეცნებით გადაცემად. იმ პროექტად, რომელსაც ,,ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერთა აკადემია“პედაგოგიკის სიახლე უწოდა, ოქროს მედალი მიანიჭა და სპეციალური ტერმინი - ,,მედიაპედაგოგიკა" შეურჩია.“ 
   
განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის ნანა ბეგიაშვილის თქმით, ,,ეტალონის“ მზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები:  

„მზადების პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართულები, როგორც გამგეობა, ასევე რესურსცენტრი. მუნიციპალიტეტის 22  სკოლის 400-მა უფროსკლასელმა მიიღო ,,ეტალონის“ მიერ მოწოდებულ ტესტირებაში მონაწილეობა, შედეგების მიხედვით 82 მონაწილე შეირჩა. დასკვით ღონისძიებაზე კი ,,სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ,,ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც ცოდნის პოპულარიზაციას და მოსწავლეების წახალისებას ემსახურება.“   
 
სიღნაღის რესურსცენტრის უფროსი ლია ბეჟაშვილი აღნიშნავს, რომ ,,ეტალონი’’ საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია:

„ბავშვებმა გამოამჟღავნეს ცოდნა. არ დაბნეულან, არ ჰქონდათ კომლექსი მონდომებულები იყვნენ. საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს. ,,ეტალონი’’ გამოცდილი პროექტია, იგი წამახალისებელ როლს თამაშობს მოსწავლეებში, ბავშვები მეტი მოტივაციით მეცადინეობენ. ძალიან გული მწყდება, რომ გადაცემა ტელევიზიით არ გადის. იმედია, ხვალ და ზეგ ეს გამოსწორდება. ბატონი გოჩა იმდენად კარგად ახერხებს ,,ეტალონის’’ ორგანიზებას და იმდენად დიდი გამოცდილება აქვს, რომ საქართველოში მას ყველა იცნობს და ყველა შინაურად მიიჩნევს. ბავშვები დიდი ინტერესით ელოდებიან ინტელექტ-შეჯიბრის დაწყებას.“  
  
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია „ეტალონთან“ დიდი ხანია თანამშრომლობს. აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ინგა ჭილაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ეტალონის“ მეშვეობით უფრო დიდ აუდიტორიას აცნობენ აკადემიაში არსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ:

,,წელს ,,ეტალონთან" სხვა კუთხით დავიწყეთ თანამშრომლობა, რის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ ლენტეხში, ხულოში, ქედაში, შუახევში, სიღნაღსა და გორში, სადაც ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე სკოლის მოსწავლეებს აკადემიისა და არსებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით, აკადემიის წარმომადგენლები ყოველწლიურად სტუმრობენ საქართველოს რეგიონებს და ხვდებიან ადგილობრივ აბიტურიენტებს. თუმცა ეტალონთან არსებული თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, უფრო დიდ აუდიტორიას მივაწოდოთ ინფორმაცია აკადემიაში არსებული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.“   
 
სიღნაღის გამგებლის მოადგილის ეკა ჩახნაშვილის თქმით, სიღნაღში ,,ეტალონს“ ყოველწლიურად დიდი დიდი სიხარულით ელოდებიან:

,,ღონისძიენა ძალიან დიდი წარმატებით ჩატარდა, ყოველ წელს სიხარულით ველოდებით ამ პროექტს. ღონისძიებას ბევრი სტუმარი ესწრებოდა. მოსწავლეები სიღნაღის ყველა სკოლიდან მონაწილეობდნენ. გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გოჩა ტყეშელაშვილს და პროექტის ორგანიზატორებს.''სიღნაღის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი სოფი ყარალაშვილი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება."
    
საქობოს სკოლის დირექტორი დოდო ჭყონია აღნიშნავს, რომ ''სიღნაღის ეტალონი მოსწავლე’’ ნამდვილად ღირსეული გოგონაა: 

,,სოფი ყარალაშვილი ძალიან მოწესრიგებული გოგონაა. არცერთ კონკურსს არ გამორჩება, ძალიან ბევრჯერ იყო გამარჯვებული. სასწავლო ოლიპმიადებშიც მონაწილეობს, საუკეთესოდ უკრავს. ''სიღნაღის ეტალონი მოსწავლე'' ნამდვილად ღირსეული გოგონაა.'' 
   
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.   

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება