მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოში „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გაიხსნება. საქართველო პირველი ქვეყანა იქნება ევროკავშირის მიღმა, სადაც ცენტრი დაფუძნდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გზას გაუხსნის ქართველ მკვლევარებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას მთელ რეგიონში.
„უაღრესად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მრავალსაუკუნოვანი, დიდი ტრადიციის მქონე ქართული მეცნიერების, ჩვენი ქვეყნის ყველა თაობის მეცნიერის, მთელი აკადემიური საზოგადოების კიდევ ერთი უდიდესი აღიარება და მსოფლიო მეცნიერებაში მისი განსაკუთრებული წვლილისა და პოტენციალის დასტურია.
„აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრი გზას გაუხსნის ქართველ მკვლევარებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს საერთაშორისო ასპარეზზე და ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და კვლევითი საქმიანობის განვითარებას მთელ რეგიონში.
თბილისის საგანმანათლებლო ჰაბი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება“-განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
„ევროპის აკადემია“ დიდი ბრიტანეთის და ევროპის სხვა ეროვნული აკადემიების ინიციატივით 1988 წელს შეიქმნა. იგი აერთიანებს გამოჩენილ მეცნიერებს მთელი მსოფლიოდან და მოიცავს კვლევის ყველა მიმართულებას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც