სიახლეები
რჩევები, წიგნები

რა და რატომ უნდა წავიკითხოთ ზამთრის არდადეგებზე
31-12-2018
-
+


წიგნების შერჩევის პროცესი ზოგჯერ ძალიან რთული და დამღლელია. ყველას ვეკითხებით რჩევებს, გვაინტერესებს სხვების აზრი და გამოცდილება, საბოლოოდ კი შეიძლება, ასე არჩეული წიგნი არც კი მოგვეწონოს. ზუსტი რეცეპტი იმისა, რომ თუ როგორ ჩავიგდოთ ხელში სასიამოვნოდ და საინტერესოდ წასაკითხი წიგნი, არ არსებობს. 

ზამთრის არდადეგები უკვე კარს მოგვადგა. თოვლთან და ახალ წელთან ერთად ზამთრის სეზონს ყველაზე მეტად კარგი წიგნი და ლიმონიანი ჩაი უხდება, რომელიც ამ დღეებს შემეცნებითად გაგვატარებინებს. 

Etaloni.ge ძიების პროცესს გაგიმარტივებთ და გთავაზობთ ზამთრისთვის წიგნებს, რათა თქვენი დრო ნაყოფიერად გაიფლანგოს. 

1. ზამთრის გრძელ ღამეებსა და ჯადოსნურ ფიფქებს, ყველაზე მეტად გრძელსერიანი წიგნები უხდება. ამიტომ, თავისუფლად შეგიძლიათ მოკალათდეთ ბუხართან და ჰარი პოტერის ისტორიის კითხვას შეუდგეთ. 11 წლის ბიჭის მაგიური სამყარო მალევე ჩაგითრევთ და თოვლიან ღამეებს მარტივად გადაგაგორებინებთ. (წიგნების წაკითხვის შემდეგ არ გამოგრჩეთ ეკრანიზაციის ნახვაც - ყველაფერი ჯადოსნური ერთ სეზონზე). 

2. არანაკლებად საინტერესოდ გაატარებთ დროს, თუ სატირა, მისტიკა, ფილოსოფია და ფარსი გიზიდავთ. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა აიღოთ ხელში მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“ ან გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის 100 წელი“. ის საოცარი ამბები, რაც ამ წიგნებში ხდება ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას განსაკუთრებით უხდება. 

3. არც ბავშვებისთვის (და არა მარტო) საყვარელი ასტრიდ ლინდგრენი უნდა გამოგრჩეთ - ჯერ ერთი, ეს წიგნები ბავშვობასთან დაგაბრუნებთ და მეორე - რა ჯობია ახალი წლის დღეების გატარებას კუნძულ სალტკროკაზე ან ყაჩაღის ასული რონიას გამოქვაბულში. „ჩვენც სალტკროკელები ვართ“, „ყაჩაღის ასული რონია“, „ლიონებერგელი ემილი“ და სხვები 2019 წელს თქვენთან ერთად შეხვდებიან. 

4. თუ დეტექტივები და გამომძიებელთა სამყარო გაინტერესებთ, ნამდვილად დიდი და მრავალფეროვანი არჩევანის წინაშე დგახართ. შერლოკის, მის მარპლის, ერკიულ პუაროსა და სხვების გვერდით, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ შვედი ჰაკერისა და ჟურნალისტის წყვილიც. სტიგ ლარსონის ტრილოგია ზამთრის გრძელი ღამეებისთვის ზედგამოჭრილია - ესაა წიგნების სერია, რომელიც ჩაყოლასაც გაიძულებთ და ჩათრევასაც. 

5. და რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს ის წიგნებიც, რომლებიც უკვე ზეპირად ვიცით, მაგრამ მაინც განსხვავებულად იკითხება ყოველ სეზონზე. ასეთი წიგნები ყველასთვის ინდივიდუალურია, ამიტომ კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი აზრი თქვენს „ახლიდან წასაკითხ წიგნებზე“.  

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...