TOP ნიუსი
სიახლეები
რჩევები

მკაცრი აღზრდის დადებითი და უარყოფითი მხარეები - სპეციალისტების რჩევები მშობლებს
19-12-2018
-
+


მშობლები ბავშვის ქცევას ხშირად თვლიან ჭირვეულობად და მათთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ. შედეგად, ხშირად იყენებენ აღზრდის მკაცრ მეთოდებს, რომლებიც მოზარდებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს.

ფსიქოლოგების აზრით, თანამედროვე ბავშვები პატივისცემას არიან მიჩვეულნი. შესაბამისად, მათთან მკაცრი მიდგომები ყოველთვის არ მოიტანს იმ შედეგს, რისი მოლოდინიც მშობელს აქვს, თუმცა, სხვადასხვა კვლევა ცხადყოფს, რომ მკაცრად აღზრდის მეთოდებს აქვს არაერთი დადებითი მხარე. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც ბავშვებთან მკაცრმა მიდგომებმა შეიძლება მოგვიტანოს. 

საქართველოს მოსახლეობის 60% მიიჩნევს, რომ ბავშვის აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივის - ეს შედეგი აჩვენა გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევამ, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.

სპეციალისტები გვთავაზობენ იმ უმთავრეს შედეგებს, რომლებიც ბავშვის მკაცრად აღზრდის მეთოდებს მოაქვს. შედეგები, ფსიქოლოგების მიერ დადებითად ფასდება, თუმცა, ეს სიმკაცრე, ცხადია არ მოიცავს ფიზიკურ დასჯასა და სიმკაცრის უკიდურეს ნორმებს. 

  • ფსიქოლოგების აზრით, სიმკაცრეში გაზრდილ ადამიანს ახასიათებს წინააღმდეგობის გადალახვის მაღალი უნარი. 

  • ისინი დროს ფუჭად არ ხარჯავენ - სოციალურ ქსელებში, გართობაში და დაქალებთან ერთად საათობით ჭორაობაში მკაცრად აღზრდილი ადამიანები დროს არ ხარჯავენ. სამუშაოს ბევრად მეტ დროს უთმობენ, ვიდრე დასვენებას. მიუხედავად იმისა, ეს სამუშაო მოსწონთ თუ არა, კარგად უხდიან თუ ცუდად, მათთვის მთავარია ბევრი იშრომონ, თანაც ხარისხიანად და არ გადაუხვიონ დასახულ მიზანს.

  • მათთვის მოსახერხებელია ტყუილი - რამდენად შეიძლება ეს პლუსად ჩაითვალოს, საკამათოა, თუმცა, კვლევებმა ცხადყო, რომ სიმკაცრეს შეჩვეული ადამიანები კარგად იტყუებიან. პირველ რიგში საკუთარ თავს ატყუებენ, ანუ მართლაც აჯერებენ თავს, რომ ბედნიერები არიან.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები ყოველგვარი სიმკაცრის გარეშეც ახასიათებთ ადამიანებს, თუმცა, ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ სიმკაცრე და მუდმივად წესების "ქვეშ" ცხოვრება უფრო მეტად უწყობს ხელს ხასიათში ასეთი შტრიხების გაჩენას.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მკაცრი აღზრდის შედეგი ხშირად არის ბავშვის კომპლექსები, ნევროზი და დეპრესიული მდგომარეობა. გარდა ამისა, ბავშვი, რომელიც მცირე ასაკიდან მიჩვეულია ზეწოლას და კრიტიკას, შემდეგ ხშირად უჭირს სკოლის კოლექტივთან ადაპტირება.

სხვადასხვა კვლევის საფუძველზე გაირკვა, რომ ბავშვები, რომლებსაც მშობლები მხოლოდ აკრიტიკებდნენ და სჯიდნენ, სხვებზე მეტად ჰქონდათ მიდრეკილება დეპრესიისა და ნევროზისკენ. ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც მშობლები ხშირად აქებდნენ და სიყვარულსაც გამოხატავდნენ მათ მიმართ, გაცილებით უკეთ სწავლობდნენ, უფრო მაღალი თვითშეფასება და გაწონასწორებული ფსიქიკა ჰქონდათ.

მაშ ასე!

ფსიქოლოგები მკაცრად აღზრდის მეთოდებით დადებით და უარყოფით შედეგებზე საუბრობენ და აქვე თითოეულ მშობელს ურჩევენ, ახსოვდეთ, რომ  ბავშვებთან მკაცრი მეთოდების გამოყენებაზე მეტად, საუბარი ახდენს გავლენას. 

არ დაგეზაროთ, აუხსენით ბავშვს რატომ იქცევა ცუდად, რატომ უბრაზდებით მას და როგორ შეუძლია მოიქცეს ისე, რომ მისი საქციელი იყოს მისაღები. ამ მეთოდით მეტად მარტივად და უმტკივნეულოდ მიიღებთ სასურველ შედეგს.  

არ დაგავიწყდეთ, რომ ზომიერება ყველაფერში აუცილებელია. მითუმეტეს, მაშინ, როცა საქმე ბავშვებსა და მოზარდებს ეხება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება