სიახლეები
სკოლები

აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლემ ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოსა და „ეტალონის“ ერთობლივ კონკურსში გაიმარჯვა
29-11-2018
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლე სოფიკო კურტანიძემ საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ერთობლივ კონკურსში გაიმარჯვა. 

ნარკვევების კონკურსში თემაზე „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით იყვნენ ჩართულები. 

კონკურსი ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს შეეძლოთ. მოსწავლეებს უნდა გამოეგზავნათ ნარკვევი თემაზე „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“.    

ლიტვის ელჩის ბატონი გიედრიუს პუოჯუნასის ეგიდით, კონკურსის შედეგების გამოცხადების და სპეციალური დიპლომების გადაცემის ცერემონია ლიტვის საელჩოში გაიმართება.  

აწყურის საჯარო სკოლა ულოცავს სოფიკო კურტანიძეს და წარმატებებს უსურვებს. 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

2024 წლის ეროვნული გამოცდების ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი - ერთთვიანი პერიოდის შეჯამება Etaloni.ge-სგან

მასწავლებლების საყურადღებოდ - ახალი სასწავლო წლიდან სამინისტრო 100 პროექტს შეარჩევს

სკოლებისთვის საპილოტე პროექტი გრძლედება...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად?

პიროვნება

„ვისურვებდი არასდროს დავღლილიყავი ჩემი ქვეყნისა და ახალგაზრდების სამსახურში“

სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

ჰაერის ტემპერატურას სასკოლო ტესტების შედეგებზე შეუძლია გავლენის მოხდენა

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



სიახლეები
საზოგადოება