მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
''ეტალონი'' მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს ‘’ქალაქ გორის ეტალონი მოსწავლე’’ გამოვლინდება.
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს ქალაქ გორს სტუმრობს.
ამ წუთებში, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ქალაქ გორის N3 სკოლაში მიმდინარეობს.
ინტელექტ-შეჯიბრში გორის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.
ღონისძიებას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი, გორის N3 სკოლის დირექტორი ვახტანგ სუხიტაშვილი, ქალაქ გორის მერიის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე, ქალაქ გორის საკრებულოს წევრი ზაზა მეზვრიშვილი, სკოლის წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.
''ეტალონს'' ასევე, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად სტუმრობენ საქართველოს რეგიონებს და ხვდებიან ადგილობრივ აბიტურიენტებს.
დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს ''ქალაქ გორის ეტალონი მოსწავლის" ტიტული მიენიჭება და ის გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
''ქალაქ გორის ეტალონი მოსწავლე'' და მისი დამრიგებელი ერთი წლის განმავლობაში ქალაქის მერიისგან ყოველ თვე 100 ლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ.
"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.