„ეტალონი“ პერსპექტიულ მომავალს განსაზღვრავს“: რუსთავში 2018-2019 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
რუსთავის მუნიციპალიტეტში 27 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შიდა სასკოლო ტესტირების I ეტაპი ჩატარდა.II ეტაპი უკვე მომავალი წლის თებერვალში იგეგმება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდება.
Etaloni.ge ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.
რუსთავის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი თამარ ხეჩიკაშვილი:ტესტირების პროცესში 32 სკოლა იყო ჩართული. „ეტალონთან“ დაკავშირებით ყოველთვის აქტიური მზადება მიდის ხოლმე. ბავშვები დიდი ინტერესით ელიან. მეორე ტურისთვის სკოლები უკვე ორიენტირებულნი არიან იმაზე, რომ მოსწავლეები ფინალში გავიდნენ. რაც შეეხება პროექტს, ნებისმიერი საგანმანათლებლო აქტივობა, მითუმეტეს „ეტალონის“ მნიშვნელოვნია. ამით მოსწავლეებს ცოდნის ამაღლების მოტივაცია ეძლევათ.
რუსთავის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის დირექტორი გეგი ლიპარტელიანი:პროექტი „ეტალონი“ ქართულ საქმეს აკეთებს და მოსწავლეებს არაფორმალური განათლების მიღებაში ეხმარება. შესაბამისად, ამ პროექტს ყველა მივესალმებით და ვისურვებთ, რომ ხშირად ტარდებოდეს.
რუსთავის N1 საჯარო სკოლა, დირექტორი გულთამზე შკუბულიანი:მეორე ეტაპზე მოვემზადებით. „ეტალონით“ ბავშვები სხვადასხვა ტურებისთვის ემზადებიან, ცოდნას იღებენ, ასევე უნარები უვითარდებათ, რაც სტრესულ გარემოში გამოცდის ჩაბარებას უზრუნველყოფს. ფაქტობრივად პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. შესაბამისად, „ეტალონი“ რასაც აკეთებს ძალიან მნიშვნელოვანია.
რუსთავის N1 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნინო სოფრომაძე:ტესტირებამ ნორმალურად ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს ცოდნის გამყარების სურვილს უქმნის, ასევე, დისციპლინას ასწავლის.
რუსთავის N4 საჯარო სკოლა, დირექტორი მამუკა ხამხაძე:ტესტირებამ კარგად ჩაიარა, ბევრი მოსწავლე დაესწრო. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, მოსწავლეებს უნარებისა და ცოდნის გამომჟღავნების საშუალებას აძლევს. მოწაფეებს მოტივაციაც აქვთ, რომ საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.
რუსთავის N12 საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა ბულია-მელქაძე:მეორე ეტაპისთვის სკოლა აქტიურად ემზადება. პროექტ „ეტალონს“ კი დადებითად ვაფასებთ, რადგან ძალიან საინტერესოა და მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას აძლევს.
რუსთავის №20 საჯარო სკოლა, დირექტორი ირმა ჩქიტიძე:ტესტირებამ კარგად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები „ეტალონის“ მიმართ დიდ დაინტერესებას გამოხატავენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ საკუთარი ძალების, ცოდნის, უნარების გამოცდაა, ასევე მოსწავლეთათვის მეტი შესაძლებლობა, საკუთარი თავი წარმოაჩინონ და გამოცდილება მიიღონ. რაც მთავარია, მათ ამის სურვილი და ამბიცია აქვთ, რადგან შარშან რუსთავში პირველადგილოსანი გვყავდა და ეს მოტივაციას აძლევთ.
რუსთავის №20 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი მანანა წერეთელი:ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მაღალი ქულები დაიწერა. მოსწავლეებმა მოტივაცია გამოავლინეს. უმეტესობას გამარჯვება სურს. მეორე ეტაპისთვის ვემზადებით. „ეტალონით“ მოსწავლეებს სწავლის მიმართ მეტი ინტერესი უჩნდებათ.
რუსთავის №20 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი, ხათუნა ციხელაშვილი:ტესტირებას მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით 49 მოსწავლე დაესწრო. მათ გამარჯვების მოლოდინი და მოტივაციაც აქვთ. „ეტალონი“ ცოდნის შემოწმების საშუალებაა. ეს პროექტი მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. მეორე ტურში მონაწილეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ.
რუსთავის N17 საჯარო სკოლა, დირექტორი ნელი ლიქოკელი:მოსწავლეებს ტესტირებასთან დაკავშირებით კარგი განწყობა ჰქონდათ. საკმაოდ მაღალი ქულებიც დაიწერა. მეორე ტურისთვის ვემზადებით. მონაწილეების მოტივაცია და ჩართულობა მაღალია. „ეტალონი“ უნარების განვითარებასა და სწავლის მიმართ დაინტერესებას უწყობს ხელს.
რუსთავის N17 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი სოფიო ჯელაძე:ტესტირებამ საინტერესოდ ჩაირა. მოსწავლეებმა საკმაოდ მაღალი ქულებიც მიიღეს. სულ 55-მა მოწაფემ მიიღო მონაწილეობა. მეორე ტურში მოსწავლეებს აქტიურად ვუგულშემატკივრებთ.
კერძო სკოლა „საუნჯე“, დირექტორი გულჩინა ჭიკაძე:ტესტირებამ ნორმალურად გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები მოტივირებულნი იყვნენ. მეორე ტურისთვის ვემზადებით. „ეტალონი“ ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს სწავლის მიმართ სტიმულს აძლევს, მოწაფეებიც მთელი ინტერესით, აქტიურად არიან ჩართულნი. პროექტით აღფრთოვანებულნი ვართ, რადგან ის იმ იშვიათად პრეცედენტს ქმნის, როცა მოსწავლეებს ცოდნის მიღებისთვის დამატებითი მოტივაცია უჩნდებათ.
კერძო სკოლა „საუნჯე“, „ეტალონის“ პედაგოგი ხათუნა თევზაძე:ტესტირებამ ძალიან მშვიდ, შესაფერის გარემოში ჩაიარა. მოსწავლეებმა დრო მაქსიმალურად გამოიყენეს. მონაწილეობა 10-მა მიიღო. მეორე ტურის მიმართ დიდი მოლოდინი გვაქვს. „ეტალონით“ მოსწავლეები საკუთარ თავს ცდიან. ასევე, პროექტი პერსპექტიულ მომავალს განსაზღვრავს.
შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.
კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.
ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ
Facebook-ზე ან შეავსოთ
სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.
იხილეთ ფოტოები