სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

აუცილებელია თუ არა ბავშვი ლიდერად ვაქციოთ? - ფსიქოლოგი გვირჩევს
01-12-2018
-
+


წარმატებული ლიდერები ისტორიას ქმნიან. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამ უნარს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს - პასუხისმგებლობა დიდი დოზით. ასევე, ბუნებრივია, რომ  როგორც ყველაფერი სხვა, ლიდერობაც მცირე ასაკიდან ყალიბდება. არის თუ არა აუცილებელი ბავშვი მომავალ ლიდერად გავზარდოთ და რა უნდა გავაკეთოთ, თუ შვილში ამ თვისების გაძლიერება გვსურს? - თემაზე Etaloni.ge-ს ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა.

- რას ნიშნავს ლიდერობა?

- ლიდერობა ნიშნავს გარკვეული ჯგუფის გაძღოლას ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად. ლიდერი კი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამ ჯგუფზე ან ჯგუფის ცალკეულ წევრებზე გავლენის მოხდენა. რაც მთავარია,  მას თავად ჯგუფი ირჩევს.

- ეს თვისება თანდაყოლილია თუ მისი შესწავლა შესაძლებელია?

- ლიდერობისთვის საჭირო თვისებების განვითარებაზე მუშაობა შესაძლებელია.

- როგორ ვაქციოთ ბავშვი ლიდერად?


- მშობელს ალბათ გაუჭირდება ბავშვი ლიდერად აქციოს, თუკი თავად მას ამის სურვილი არ აქვს. თუმცა, მშობელს შეუძლია ბავშვობის პერიოდში შვილში ლიდერობისთვის საჭირო თვისებების (სიმტკიცე, გაწონასწორებულობა, ენთუზიაზმი, ამბიციურობა, შეუპოვრობა, თავდაჯერებულობა და სხვ.) განვითარებას ხელში შეუწყოს.

- არის თუ არა აუცილებელი ლიდერი იყოს ჩვენი შვილი?


- ეს აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ბავშვი თავად წყვეტს ის ადგილი დაიკავოს ჯგუფში, რომელიც მის შესაძლებლობებს შეესატყვისება. ლიდერობა არ უნდა ასოცირდებოდეს რაღაც განსაკუთრებულად სასურველ მდგომარეობასთან, რომლის გარეშეც თითქოს ბავშვი მომავალში წარმატებას ვერ მოაღწევს.

- რამე ფსიქოლოგიურ პრობლემას ხომ არ აწყდებიან ის ზრდასრულები, რომლებიც ბავშვობაში ლიდერები იყვნენ, შემდეგ კი იმავე ტემპით ვეღარ გააგრძელეს ამ თვისების გამოვლენა?


-ამაზე კონკრეტულად „კი“-ს ან „არა“-ს ვერ გიპასუხებთ. ინდივიდუალურია ყველა შემთხვევა. როგორც პრობლემას შეგვიძლია შევხედოთ მაშინ, თუკი ეს შეცვლილი მდგომარეობა შემაწუხებელია.  ლიდერობა დიდ პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული და ზოგჯერ ამ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებით ადამიანმა პირიქით, შვებაც კი შეიძლება იგრძნოს. ამიტომ ძალიან ინდივიდუალურია. დამოკიდებულია იმ მიზეზებზეც, რის გამოც ამ თვისებების გამოვლენა აღარ ხდება.

- რა  გვიკარგავს ლიდერობის უნარს და რა გვაძლევს მას?

- ლიდერობის უნარის დაკარგვა შესაძლოა გამოიწვიოს წარუმატებლობამ, რომელიც განიცადა ლიდერმა და პირიქით, ამ თვისებების გამოვლენაზე შესაძლოა იმოქმედოს ადამიანის ძლიერმა სურვილმა, რომელიც კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება.

- როგორ დავიცვათ ზღვარი - როდის არის ლიდერობა დადებითი მოვლენა და როდის - უარყოფითი?

- საერთოდ, ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ადამიანისათვის ზიანის მომტანია, შეგვიძლია აღვიქვათ როგორც - უარყოფითი და პირიქით, როდესაც ადამიანს ესა თუ ის მოვლენა არ აზარალებს და პირიქით, სარგებლის მომტანია, შეგვიძლია აღვიქვათ როგორც - დადებითი. იმავეს ვიტყვი ლიდერობის შემთხვევაშიც. ეს თავად პიროვნებამ უნდა გადაწყვიტოს და მან მისცეს შეფასება. ოქროს შუალედის მოსაძებნი კონკრეტული ნიშნები არ არსებობს. ადამიანი თავად წყვეტს მას, როდესაც აცნობიერებს რაციონალურად რასთან აქვს საქმე, თუნდაც ლიდერობის შემთხვევაში. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს

საბჭოს წევრობის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა - ცენტრი 18 ახალი პირის დასაქმებას გეგმავს

წამყვან-მენტორობის გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით NAEC განმარტავს

თოვლი, წვიმა, ძლიერი ქარი... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - რა ცვლილებების შეტანა შეგილიათ 10 აპრილის ჩათვლით სარეგისტრაციო განაცხადში

პიროვნება
„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე

„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...

სკოლები

საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე

მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ

„ვულოცავთ ამ წარმატებას“ - ასე გამოეხმაურა ორღულის საჯარო სკოლა ბავშვების წარმატებას

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება