მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
8 წლის ბავშვს, რომელიც თბილისის N87 საჯარო სკოლის მოსწავლეა, მენინგოკოკური ინფექციის დიაგნოზი 26 ნოემბერს დაუსვევს. ბავშვის მდგომაროება მძიმე იყო, თუმცა ახალა დამაკმაყოფილებელია.
როგორც სკოლის დირექტორმა, დავით ჭეიშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები არაერთხელ განხორციელდა.
„ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს, თუმცა არ იცოდეს ამის შესახებ, ვიდრე არ გამოუვლინდება. ეს არ არის ჰაერგადამტანი ინფექცია, ეს არის წვეთოვანი ინფექცია, რომელიც მაქსიმუმ 15 წუთში კვდება. დეზინფექცია სკოლაში რამდენჯერმე ჩავატარეთ, იმის გამოც რომ სკოლაში საარჩევნო უბნები იყო გახსნილი. შესაბამისად, არჩევნების მეორე დღეს დილიდან დავასუფთავეთ სკოლა, როგორც წესი და რიგია. ყოველი არჩევნების შემდგომ ვატარებთ დეზინფექციას. თუმცა, რადგანაც მშობლები შეშინებულები იყვნენ, გუშინ შუადღისით მათი თანდასწრებით სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა მთელი შენობა, მერხის ზედაპირები კარის სახელურები და ყველაფერი. ამის გარდა, საღამოს იმ კლასში, სადაც ეს ბავშვი სწავლობდა, მშობლები თავიანთი ინიციატივით მოვიდნენ და კიდევ ერთხელ თავად დაამუშავეს და დაასუფთავეს კლასი“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
სკოლის ოფიციალურ საიტზე განთავსებულია ინფორმაცია ჩატარებული სამუშაოებისა და რეკომენდაციების შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"1.სკოლის ექიმს დაევალა 10 დღის განმავლობაში იმ პირების ზედამხედველობა, რომლებიც ავადმყოფთან კონტაქტში იყვნენ.
2.კონტაქტში მყოფმა პირებმა მიმართონ შესაბამისი პოლიკლინიკის ოჯახის ექიმებს, რათა დაენიშნოთანტიბიოტიკო პროფილაქტიკა.
3.კონტაქტში მყოფმა პირებმა ყურადღება მიაქციონ დაავადებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს და მათი გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.
4.სკოლაში ჩატარდეს საკლასო ოთახების სველი წესით დაგვა-დასუფთავება და განიავება".
აღნიშნული ინფექციის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე პაატა იმნაძე საუბრობს. მისი თქმით, დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ექიმთან დროული მისვლა.
"საქართველოში ყოველწლიურად მენინგოკოკცემიის 20-მდე შემთხვევა რეგისტრირდება, მათი უმეტესობა ბავშვები. მენინკოკი არის მიკრობი, რომელიც იწვევს მენინგიტსაც და მენინგოკოკცემიასაც, რომელის ყველაზე მძიმე ფორმაა სისხლით მოწამვლა.
სიმპტომები - შეიძლება უბრალოდ მაღალი ტემპერატურა და ძლიერი თავის ტკივილი ჰქონდეს. ინფექციის არსებობისას პაციენტი შეიძლება რამდენიმე საათში ისე დამძიმდეს, რომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდეს, ამიტომ მენინკოკოკცემიის ერთადერთი თავდაცვა არის ის, რომ თუ მაღალი ტემპერატურის და თავის ტკივილი გაქვთ, განსაკუთრებით ბავშვს, დედამ აუცილებლად უნდა დაათვალიეროს სხეული და ერთადერთი ვარსკვლავისებრი სისხლჩაქცევის ნახვის შემთხვევაშიც კი დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს.
მენინგოკოკურ ინფექციას მატარებლობა ახასიათებს, ეს ნიშნავს რომ შეიძლება ადამიანი იყოს ამ ინფექციის მატარებელი, ოღონდ მათ არაფერი სჭირთ, ჯანმრთელები არიან. მენინგოკოკური ინფექცია შეიძლება ადამიანმა მაქსიმუმ 2 კვირა ატაროს და ისე, რომ ვერც გაიგოს ამის შესახებ.
გავრცელება - ვრცელდება წვეთოვანი გზით, ანუ დახველების ან დაცემინების შემთხვევაში თუ წვეთი მოხვდება სხვა ადამიანის ლორწოვან გარსზე. მიკრობი ძალიან სუსტია და მალე კვდება. ვისგანაც შეიძლება გადაგვედოს ის ადამიანი ავადმყოფი არ არის, უბრალოდ მატარებელია. შესაძლებელია 1 000 ადამიანიდან მენინგოკოკურ ინფექციის მატარებელი 999 იყოს და არაფერი მოუვიდეს.
დაავადების პრევენციისთვის აუცილებელია ექიმთან დროული მისვლა. ხშირად საათებსა და წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ბავშვის მაღალი ტემპერატურის და თავის ტკივილის ფონზე კანზე ერთი პატარა სისხლჩაქცევის არსებობისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს",-ამბობს პაატა იმნაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
„მოსწავლეების მოთხოვნით ამოვიღეთ ეს ნაწარმოებები პროგრამიდან“... - პრემიერი განათლების სისტემაზე საუბრობს
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“
საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა