მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მეხუთე კლასის ახალ სახელმძღვანელოში „ჩვენი საქართველო“ ენგურჰესის მდებარეობად სვანეთის ტერიტორიაა მითითებული.
„საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სწორედ სვანეთის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურზე მდებარეობს. ენგურჰესის კაშხალის სიმაღლე 271 მეტრია“, - აღნიშნულია სახელმძღვანელოში.
შესაბამისი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების მეცნიერების, კულტურისა და სამინისტროში Etaloni.ge-ს განუცხადეს, რომ წიგნის ხელახლა დაბეჭდვის შემდეგ ხარვეზი აღმოიფხვრება თუმცა, როდის, ამის შესახებ კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.
„სამინისტროსთვის ეს ფაქტი არის ცნობილი და წიგნის ხელახლა დაბეჭდვის შემდეგ ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრება“, - აღნიშნავენ სამინისტოში.
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, აგრეგატები კი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოშია განთავსებული.
ცნობისთვის, ენგურის ჰიდროელექტროსადგურიამიერკავკასიაში უდიდესია. ამასთან, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც