მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონისა“ და ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მეგობრობა უკვე წლებია გრძელდება და ისინი ერთობლივად არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებენ.
ერთ-ერთი ბოლო და წარმატებული კონკურსი, რომელიც ლიეტუვას საელჩოსა და პროექტ „ეტალონის“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა, სრულიად საქართველოს მოსწავლეების დიდი დაინტერესება გამოიწვია.
კონკურსი „ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ლიეტუვის ევროპული გამოცდილების პოპულარიზებას და მასზე მსჯელობის წახალისებას, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეთა შორის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული მაგალითების მოძიების და საქართველოსთვის ამ მაგალითების გაზიარების შესაძლებლობებზე დისკუსიის წინ წამოწევას ლიეტუვის, როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითზე.
კონკურსის გამარჯვებულებისა და ჟიურის რჩეულების დაჯილდოება მიმდინარე წლის 30 ნოემბერს ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა. ღონისძიებას კონკურსის წარმატებული მონაწილეები, მათი სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებს ლიეტუვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. მან etaloni.ge - სთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ეტალონის“ როლი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის საქმეში ძალიან დიდია. მისი თქმით, განათლება არის ის უმთავრესი მექანიზმი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიული და განვითარებული ქვეყნისთვის.
„ეს პროექტი არის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი ლიეტუვის საელჩოსა და ძალიან ცნობილ პროექტ „ეტალონს“ შორის. რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საქმეში. კონკურსი, რომელიც ლიეტუვის საელჩოსა და „ეტალონის“ თანამშრომლობით ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, იყო ერთგვარი მცდელობა მიგვეტანა ლიეტუვის გამოცდილება საქართველოს მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, რომლებიც ამ გამოცდილებას საქართველოს განსავითარებლად გამოიყენებენ“.
ლიეტუვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა პროექტის გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ ლიეტუვა მომავალშიც მოძებნის პროექტ „ეტალონთან“ თანამშრომლობის გზებს და გაუზიარებს საქართველოს საკუთარ გამოცდილებას განათლების სფეროში.
ასევე იხილეთ:
„ლიეტუვის ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის“ - კონკურსის შედეგები
ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ერთობლივ კონკურსს აცხადებენ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ