მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე წლის 4–5 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა, 4 დეკემბერს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +15, +20 გრადუსია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ცნობით, კვირის ბოლომდე საქართველოში არამდგრადი, წვიმიანი ამინდი იქნება.
4–5 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რაიონებში თოვლი. აღმოსავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 8–13 გრადუსი იქნება.
6–7 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი.
6–7 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 9–14 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 10–15 გრადუსი.
8–9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი, წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება, მაღალ მთაში მოთოვს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც