სიახლეები
სიახლეები

ტრენინგზე “ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე” რეგისტრაცია გამოცხადდა
01-02-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის მოქმედი მასწავლებლებისთვის ტრენინგ მოდულზე:“ტექნოლოგიების გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე” რეგისტრაციას აცხადებს.

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს ინგლისური ენის მასწავლებლებს ენის სწავლებისას სასწავლო ტექნოლოგიების ინტეგრირებაში. მასწავლებლები იმუშავებენ საოფისე აპლიკაციებისა და ვიდეოს გამოყენებაზე ენის გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში. 

ისინი გაეცნობიან სტრატეგიებს, როგორ განუვითარონ მოსწავლეებს კითხვის უნარ-ჩვევები ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით და რა გზებით არის შესაძლებელი ლექსიკის ონლაინ სწავლება. 

ასევე, რა კონკრეტული ონლაინ-რესურსი შეუძლიათ შეარჩიონ ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემოთავაზებული რესურსებიდან ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული შედეგების მისაღწევად.

მასწავლებლები კურსის ფარგლებში დამოუკიდებლად შექმნიან ციფრულ რესურსს.

პროგრამის ხანგრძლივობა და დროში განაწილება: 3 დღე, 16 საკონტაქტო საათი.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მასწავლებელს მიენიჭება 1 კრედიტი.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს -> http://tpdc.ge/maswavlebeli1/

რეგისტრაცია იწარმოებს 5 თებერვლის ჩათვლით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება