მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი N202 უსინათლოთა საჯარო სკოლას ეწვია და სკოლაში არსებულ ვითარებას და საგანმანათლებლო პროცესს გაეცნო.
მე-19 საუკუნეში აშენებული უსინათლოთა სკოლა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაშია, რეაბილიტაციას საჭიროებს. შესაბამისად, მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ამ მიზნით ბიუჯეტიდან თანხა უახლოეს მომავალში გამოიყოფა.
„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღეა. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიზრუნოთ ამ ადამიანებზე, ჩვენს ბავშვებზე და შევუქმნათ შესაბამისი პირობები ყველა მიმართულებით და რა თქმა უნდა, განათლების მიმართულებით. ის, რასაც ვხედავთ დღეს, ამ პირობებში ბავშვების ყოფნა მიუღებელია. უახლოეს მომავალში დავიწყებთ ზრუნვას იმისთვის, რომ პირველ რიგში ამ ბავშვებმა შესაფერის გარემოში მიიღონ განათლება“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც