სიახლეები
რჩევები

თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ, ის თავდაჯერებული ხდება - იტალიელი პედაგოგის 19 მცნება მშობლებს
01-02-2017
-
+


ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება - იტალიელი პედაგოგის 19 მცნება მშობლებს.

მარია მონტესორი ცნობილი იტალიელი პედაგოგი, ჰუმანისტი, მეცნიერი და ექიმია. მან შეიმუშავა ბავშვთა აღზრდის სპეციალური მეთოდიკა, რომელიც ეფუძნება თითოეული ბავშვის მიმართ ინდივიდუალურ მიდგომას.

მარია მონტესორიმ ჩამოაყალიბა მოკლე მცნებები მშობლებისთვის. მათი გათვალისწინება ნებისმიერი მშობლისთვის სასარგებლო იქნება:

 

  1. ბავშვები სწავლობენ იმას, რაც მათ გარშემოა.
  2. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ, ის სხვის განსჯას სწავლობს.
  3. თუ ბავშვს ხშირად აქებენ, ის შეფასებას სწავლობს.
  4. თუ ბავშვს მტრობას უჩვენებენ, ის ჩხუბს სწავლობს.
  5. თუ ბავშვთან გულწრფელები არიან, ის სამართლიანობას ეჩვევა.
  6. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან, ის მორცხვი და გაუბედავი ხდება.
  7. თუ ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, რწმენას სწავლობს.
  8. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ, ის მუდმივად დამნაშავედ გრძნობს თავს.
  9. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს, ის საკუთარი თავის პატივისცემას სწავლობს.
  10. თუ ბავშვის მიმართ ხშირად იჩენენ მიმტევებლობას, ის მოთმინებას სწავლობს.
  11. თუ ბავშვს ხშირად ამხნევებენ, ის თავდაჯერებული ხდება.
  12. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში იზრდება და თავს საჭიროდ გრძნობს, ის სიყვარულს პოულობს.
  13. არ თქვათ ბავშვზე ცუდი - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
  14. ყურადღება გაამახვილეთ ბავშვში კარგი თვისებების განვითარებაზე და ცუდისთვის ადგილი აღარ დარჩება.
  15. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, როდესაც მოგმართავთ.
  16. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და ცდილობს მის გამოსწორებას ახლა ან ცოტა მოგვიანებით.
  17. ყოველთვის დაეხმარეთ ბავშვს, რომელიც ძიების პროცესშია და შეეცადეთ შეუმჩნეველი იყოთ იმ ბავშვისთვის, რომელმაც უკვე ყველაფერი იპოვა.
  18. დაეხმარეთ ბავშვს აითვისოს ის, რაც აქამდე არ აუთვისებია. გააკეთეთ ეს მზრუნველობით, მოთმინებით, ჩუმად და სიყვარულით.
  19. ბავშვთან ურთიერთობისას კარგი მანერებით იმოქმედეთ, დაანახეთ მას ყველაფერი საუკეთესო, რაც თქვენშია.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს

საბჭოს წევრობის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა - ცენტრი 18 ახალი პირის დასაქმებას გეგმავს

წამყვან-მენტორობის გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით NAEC განმარტავს

თოვლი, წვიმა, ძლიერი ქარი... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - რა ცვლილებების შეტანა შეგილიათ 10 აპრილის ჩათვლით სარეგისტრაციო განაცხადში

პიროვნება
„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე

„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...

სკოლები

საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„სკოლამ უნდა შეძლოს, გაზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნება - თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ენდელაძე

მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ

„ვულოცავთ ამ წარმატებას“ - ასე გამოეხმაურა ორღულის საჯარო სკოლა ბავშვების წარმატებას

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება