სიახლეები
სკოლები

გამოცდების ახალი ელექტრონული ფორმატი
14-09-2016
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2016 წელს გამოცდები ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩაატარა.   

ზაფხულის საგამოცდო პროცესში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ აბიტურიენტები, არამედ მაგისტრობის მსურველები, სტუდენტები, რომლებიც საგრანტო კონკურსში მონაწილეობდნენ, პედაგოგები, რომლებიც საგნობრივ გამოცდებს აბარებდენენ და პედაგოგობის მსურველი აპლიკანტები.  

ახალი ფორმატი გამოცდების ნახევრად ელექტრონული სახით ჩაბარებას გულისხმობს.

კომპიუტერის საშუალებით საგამოცდო საკითხები ელექტრონული სახით იქნა მიწოდებული, ხოლო პასუხები  როგორც აქამდე იყო, აპლიკანტებმა  სპეციალურ ფურცელზე შეიტანეს. 
ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატი არის ნაბიჯი ელექტრონული ფორმატის დანერგვის გზაზე. ახალი ფორმატის ტესტები უსაფრთხოების მხრივ სრულიად დაცულია. პროგრამა  საგამოცდო კომპიუტერებში იწერება  და ინტერნეტზე  არ არის დამოკიდებული. ინტერნეტი მხოლოდ ჩართვის პროცესშია საჭირო. შემდეგ კი  ავტომატურად აგრძელებს მუშაობას. 
  
ახალ ფორმატზე გადასვლამ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება გამოიწვია.

ზუგდიდის #3 საჯარო სკოლის მასწავლებელი იზა ჩიქობავა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გამოცდების ჩაბარების ნახევრად ელექტრონული ფორმატით საკმაოდ კმაყოფილია. მან პროფესიული უნარების გამოცდა 2012 წელს  ჩააბარა. საგნის გამოცდა კი 2016 წელს ახალი ფორმატით : „მასწავლებლები ორ, პროფესიული უნარების და საგნის გამოცდას ვაბარებთ. ჩემთვის გაცილებით კომფორტული და მოსახერხებელი კომპიუტერთან მუშაობა იყო. არ მიწევდა ქაღალდების ფურცვლა. ძალიან პრაქტიკული იყო ტესტების ელექტრონული ვარიანტი.“ 

ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნონა ლიპარტია ანალოგიურად დადებითად აფასებს ახალ სისტემას: „სანამ გამოცდაზე გავიდოდი, ვღელავდი. ვფიქრობდი, რომ კომპიუტერთან მუშაობა დამღლელი იქნებოდა. თუმცა, პირიქით აღმოჩნდა. გამოცდაზე, კომპიუტერთან მუშოაბის დროს,  არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია. სიახლით ძალიან კმაყოფილი ვარ “. 

თუმცა ახალი ფორმატით გამოცდების ჩაბარება ყველასთვის ერთნაირად კომფურტული და მისაღები არ აღმოჩნდა.  

აბიტურინეტები აღნიშნავენ, რომ კომპიუტერთან მუშაობა მათთვის დამღლელი იყო. 

ანა თორია – ზუგდიდის  #3 საჯარო სკოლის მოსწავლე - „დაძაბული ვიჯექი კომპიუტერთან, თვალები ამტკივდა. 3 საათი კომპიუტერთან ჯდომა არ არის მარტივი.“

ზუგდიდის #4 საჯარო სკოლის მოსწავლე კახა ეხვაია - „ჩემთვის რთული არ იყო გამოცდების ასეთი სახით ჩაბარება. მაგრამ მაინც ვამჯობინებდი, რომ გამოცდა უწინდელი მეთოდით ჩატარებულიყო.“

გამოცდების ეროვნული ცენტრი განაგრძობს ახალი ფორმატის დანერგვაზე მუშაობას. 2017 წლისთვის პასუხების გაცემაც ელექრტონულ  ფორმატში იგეგმება. ამ შემთხვევაში გამოცდის შედეგი  მომენტალურად გახდება ცნობილი. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„პედაგოგი არ არის ბევრი...  უნდა შეიქმნას სტანდარტი, სახელმძღვანელო...“

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

მასწავლებლებს ორი ენის ცოდნას კანონი ავალდებულებს - რომელ პედაგოგებს ეხება მოთხოვნა

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

სკოლები

გამარჯვებულებსა და საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ

„ჩატარებული ღონისძიებები ნათლად წარმოაჩენს, რომ წიგნი კულტურის, შემოქმედების, თავისუფალი აზრის უნივერსალური პლატფორმაა“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება