მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ეტალონის“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.
ღონისძიებას, რომელიც ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანაშემწე ლაშა გვასალია, ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა, განათლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი გიგლა სულამანიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახა ფარცვანია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
მონაწილეები ღონისძიების მსვლელობისას სიტყვით გაამხნევა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანაშემწემ, ლაშა გვასალიამ, რომელმაც „ეტალონის“ როლს და მომავალი თაობისთვის მის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენი ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გახდეს წიგნიერი და „ეტალონი“ ძალიან უწყობს ხელს სწორედ ამ საქმეს - მომავალი თაობა იყოს მეტად განათლებული, მეტად დაინტერესებული წიგნით. ეს პროექტი არის ერთგვარი საფუძველი კარგი განათლების. აღარ ვსაუბრობ იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მომავალ თაობას, რომელიც არის სუფთა გონის, სუფთა მიმართულების, ქვეყნის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვები შექმნიან ახალ საქართველოს და დაიპყრობენ მწვერვალებს“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, სანდრო სორდიამ „ეტალონის“ მიმართ საკუთარ შეხედულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის მიერ ქვეყნისთვის გაწეული სამსახური ძალიან დიდია.
„ჩვენი და ზოგადად საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის დამოკიდებულება საგანმანათლებლო ინტელექტუალური ჩემპიონატების მიმართ ძალიან დადებითია. რადგან განათლება არის ის საფუძველი, რაც აშენებს წარმატებულ ქვეყანას - წარმატებული ახალგაზრდა თაობა არის ის ძალა, რომელსაც უნდა ჩავაბაროთ ჩვენი ქვეყნის მომავალი. დიდ მადლობას ვუხდით „ეტალონსა“ და ბატონ გოჩას გაწეული შრომისთვის და მომავალშიც ვუსურვებ მას ძალიან დიდ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, კახა ფარცვანიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ინტელექტ-ჩემპიონატს, რომელმაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე და ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე გამოავლინა, უწოდა „გვირგვინი“ იმ შრომისა, რომელსაც ბავშვები ჩემპიონატამდე ეწევიან. მისი თქმით, ჩემპიონატის მთავარი ეტაპი და გამართლება არის სწორედ ის პერიოდი, რაც ჩემპიონატამდე რამდენიმე თვით ადრე ხდება - სტაბილური მომზადებისა და მეცადინეობის სახით.
„მინდა გითხრათ, რომ ზოგადად „ეტალონის“ ფანი ვარ. აქ ბავშვები საკუთარ ცოდნას უკეთებენ მობილიზებას და ეს არ არის, ასე ვთქვათ, „ერთჯერადი აქცია“. ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის არა ჩემპიონატის დღე, არამედ ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაოები, რომლისთვისაც ბავშვები ძალიან დიდ დროსა და ენერგიას დებენ. ვფიქრობ, რომ ამ პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სწორედ ეს, მოსამზადებელი პერიოდი. ჩემპიონატის დღე კი არის ბავშვების თვეობით მეცადინეობის „გვირგვინი“. მივესალმები „ეტალონს“ და ვიტყვი იმას, რომ ამ პროექტმა ბავშვები მიუბრუნა წიგნს“.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი კახათის N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლემ, გიგი ჩიხლაძემ მოიპოვა. მას წელს პირველად მიეცა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში ასპარეზობის საშუალება და როგორც თავად აღნიშნა, მონდომებითა და ბევრი მეცადინეობით მიაღწია სასურველ შედეგს.
„მერვე კლასში ვარ და შესაბამისად, წელს პირველად მივიღე მონაწილეობა. ინტერნეტის საშუალებით ბევრს ვმეცადინეობდი და მართლა მინდოდა კარგად მეასპარეზა. სიმართლე, რომ გითხრათ ამ შედეგს არ ველოდი და სიტყვები არ მყოფნის გადმოგცეთ ჩემი ემოციები. ნებისმიერ კონკურსანტს მინდა ვუსურვო წარმატებები და ვუთხრა, რომ მთავარია არ ინერვიულონ და მთავარია მოინდომონ, დაისახონ მიზანი და ძალიან ბევრი იმეცადინონ ამ მიზნის მისაღწევად“.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცვლილება შევიდა მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივ მახასიათებელში
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
„მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა დედის დღისადმი და ფერადი შემოდგომისადმი მიძღვნილი ღონისძიებები“
დამსწრეთა წინაშე წარდგნენ ასევე კლუბის - „პიგმალიონის“, შემოქმედი მოსწავლეები თავიანთი ლექსებითა და მოთხრობებით
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე