სიახლეები
ეტალონი

„გაუღეთ კარი „ეტალონს“ და თქვენ ყოველთვის იქნებით პირველები“- ზუგდიდმა ქალაქის ეტალონი მოსწავლე გამოავლინა
04-12-2018
-
+


„ეტალონის“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გაიმართა, სადაც „ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას, რომელიც ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი კობა ჯიქია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილე ზამირა ღადუა, მერიის განათლების განყოფილების უფროსი ბესო არახამია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი გიგლა სულამანიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახა ფარცვანია, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ, ზამირა ღადუამ etaloni.ge-სთან საუბრისას ჩემპიონატის მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება და გამოთქვა იმედი, რომ პროექტი ძალიან მალე დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს.

„ძალიან კარგი დღე გვქონდა დღეს ზუგდიდში, რომელიც საინტერესოდ და ხალისიანად წარიმართა. „ეტალონი“ მოსწავლეების საყვარელი კონკურსია. აღსანიშნავია, რომ კითხვები, რომლებიც ჩემპიონატზე იყო დასმული, არის მრავალფეროვანი და საინტერესოდ შედგენილი. ეს არის პროექტი, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა გამოიყოს დრო საეთერო ბადეში“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების უფროსი სპეციალისტის, გიგლა სულამანიძის თქმით, „ეტალონი“ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ძალაა.

„ეს არის შესანიშნავი პროექტი, რომელიც დღითიდღე იზრდება და ძლიერდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი ძალა ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან მიხარია, რომ ყოველწლიურად იზრდება მონაწილეობის მსურველთა რიცხვი, რადგან ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებში, ჩვენს მომავალ თაობაში იზრდება ინტერესი სწავლის, განათლების მიმართ. ქვეყნის სიძლიერე სწორედ მომავალი თაობის განათლებაში მდგომარეობს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონს“, იმისთვის, რომ ამდენი წელია სწორედ ამ საქმეს ემსახურება. და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ მას“.

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნინო გოგინავამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეტალონი“ დიდწილად უწყობს ხელს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

„ეს არაჩვეულებრივი პროექტია, იმისთვის, რომ ყველა მოსწავლემ თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს - ოპტიმისტურად იყოს განწყობილი მომავლისთვის, სჯეროდეს საკუთარი თავის და შექმნას ძლიერი მომავალი. წელს ძალიან ბევრმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა „ეტალონში“, საიდანაც 11 გავიდა ჩემპიონატის მეორე ტურში. როგორც ხედავთ ძალიან დიდია მზაობა მათი მხრიდან. ზუგდიდის N1 საჯარო სკოლა არის სკოლა, რომელიც სრულად ადევნებს თვალს ამ პროცესებს და ყოველთვის არის მზად იყოს პირველი. მინდა, როგორც გამარჯვებული სკოლის დირექტორმა, ყველას მივცე ერთგვარი რჩევა - გაუღეთ კარი ეტალონს და თქვენ ყოველთვის იქნებით პირველები“.

ქალაქ ზუგდიდის „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვება ზუგდიდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ალექსანდრე მესხიამ შეძლო. მან აღნიშნა, რომ ჩემპიონატში წელს მეორედ მიიღო მონაწილეობა და დიდი მონდომების შემდეგ შეძლო სასურველი შედეგისთვის მიეღწია.

„ძალიან გახარებული ვარ. წელს მეორედ მივიღე მონაწილეობა ჩემპიონატში და ძალიან მიხარია, რომ წლევანდელი ჩემპიონატი ამდენად წარმატებული აღმოჩნდა ჩემთვის“.

„ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლე“ ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. 

„ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება