მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლებში შემდეგი სასწავლო სემესტრიდან ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება. ახალ საგანში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის შესახებ იქნება ინფორმაცია მოცემული.
როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საგნის პედაგოგები სამხედრო პირები იქნებიან. მათი გადამზადების მიზნით, ტრენინგი მიმდინარეობს.
აბულაძის ცნობით, საგნის სწავლება გაზაფხულიდან რამდენიმე სკოლაში საპილოტე რეჟიმში დაიწყება.
„ამ საკითხზე ვმუშაობთ თავდაცვის სამინისტროსთან. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს პროფესიული განვითარების მოდული, რომლის ტრენინგები ახლა მიმდინარეობს შერჩეული სამხედროებისთვის. ისინი გაივლიან ტრენინგმოდულს და შეფასებას. უკვე საპილოტე რეჟიმში გაზაფხულიდან ჩვენ შევარჩევთ რამდენიმე სკოლას, სადაც ეს საგანი შევა. სკოლები იქნება, როგორც თბილისის ისე რეგიონების.
მოგეხსენებათ, რომ საკითხები, რომელებიც სამოქალაქო თავდაცვასთან და პატრიოტიზმთან არის დაკავშირებული, ისედაც შედის სამოქალაქო განათლების საგანში, თუმცა ამ საგნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ პრაქტიკული კურსია - მოსწავლეებს აცნობს ეროვნული გმირების შესახებ ისტორიებს, ასევე უახლესი ისტორიის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომზე და ა.შ.“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აბულაძის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აქცენტი მოსწავლეებთან იმ მიმართულებით გაკეთდება, რაც მნიშვნელოვანია, რომ იცოდნენ.
„რა პოლიტიკური საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა, როგორც 2008 წელს, ისე უახლესი წარსულის განმავლობაში. მას შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. მოსწავლეები უფრო ფართო რაკურსში დაინახავენ ამ ყველაფერს“,-განაცხადა აბულაძემ.
მისივე თქმით, საგანს ისწავლიან საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
„საგანის სწავლისას იქნება მსჯელობისა და დებატების ფორმატი. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს მიეწოდოთ ინფორმაცია და მათ ამაზე იმსჯელონ, თავად გააანალიზონ სხვადასხვა მოვლენა და დასვან ის კითხვები, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას უკავშირდება",-განაცხადა მან.
კითხვაზე რამდენად შეძლებენ სამხედროები მოსწავლეებთან ურთიერთობას, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს საინტერესო გამოცდილება იქნება.
„ისინი გადიან ტრენინგს, რომელიც საკმაოდ ინტენსიურია და 3 თვე გრძელდება. აქვთ სპეციალისტების მიერ შემუშავებული გზამკვლევები, რომელიც უნდა დანერგონ. ამასთან ცხადია, ამ პროცესს ჩვენ გავუწევთ მონიტორინგს და პროცესშივე დავეხმარებით. პილოტირების შედეგი გვაჩვენებს როგორ და რა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. საგნის სწავლება შემდეგი სასწავლო სემესტრიდან დაიწყება. თუ რამდენ სკოლაში იქნება, ეს დამოკიდებული იქნება ტრენინგის შედეგებზე, რომელსაც სამხედროები გაივლიან, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება, 10-დან 20 სკოლამდე თბილისსა და რეგიონებში",-განაცხადა ირინა აბულაძემ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც