მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლაში ზეიმი „მე მიყვარს შემოდგომა“ ჩატარდა.
სკოლის ეზო გაფორმებული იყო თემატური გამოფენით. თითოეული კლასმა წარმოადგინა მუსიკალური ნომრები და შემოდგომის ნობათი.
ზეიმზე სკოლის დირექტორმა ბელა ბახბახაშვილმა სერტიფიკატები გადასცა ხუთ მასწავლებელს, რომლებსაც შეეცვალათ სტატუსი და გახდნენ უფროსი მასწავლებლები, აგრეთვე სიგელები გადაეცათ „ეტალონის“ კონკურსში მონაწილე მოსწავლეებს.
ღონისძიებას ესწრებოდა ახმეტის რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე, რომელმაც სიგელი გადასცა „ეტალონის“ კონკურსში მეორე ადგილზე გასულ ამავე სკოლის X კლასის მოსწავლეს ელენე გამილაღდიშვილს და კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება ახმეტის „ეტალონ მოსწავლეს“ ნუკრი გოგიჩაძეს.
ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეთა მშობლებიც. ზეიმი ჩურჩხელების ამოვლებით და დაგემოვნებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ
უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე