ინდივიდუალური მიდგომები და გუნდური მხარდაჭერა წარმატებისთვის - Izrune.ge-ს აბაშა უერთდება
06-12-2018
დაკოპირებულია
-
+
აბაშის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრას, რომელსაც თავად პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ.
სკოლების უმრავლესობა უკვე Izrune.ge-ს აქტიური წევრია, ამდენად მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარებს კოლეგებს და დასძინეს, რომ პორტალის შემეცნებითი, მამოტივირებელი და ინდივიდუალურ-გუნდური მიდგომები არსებითად მნიშვნელოვანია.
დირექტორთა შეფასებით, საიტი თანამედროვე ტექნოლოგიების სასარგებლო კუთხით გამოყენებასა და სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა სისტემურ ჩართვას უწყობს ხელს, რაც თითოეული მოსწავლის ცალ-ცალკე და მთელი კლასისთვის, სკოლისა და საბოლოოდ, ქვეყნისთვის წარმატების მომტანია.
სკოლის წარმატებული მენეჯერებიIzrune.ge-ს ირგვლივ კლასების გაერთიანებასა და დამრიგებელთა როლის ზრდას მიესალმებიან. ისინი მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად იწყებენ ზრუნვას:
1. „მეგობრული კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომლის თითოეული მოსწავლეც Izrune.ge-ს წევრია;
2. „სუპერ კლასის“, ანუ ისეთი კლასის შესაქმნელად, რომელსაც იზრუნეს ტესტებში უმაღლესი შედეგები აქვს;
3. „მომავლის კლასის“, ანუ ისეთი კლასის ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც „სუპერ კლასის“ წოდება წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოიპოვა.
შეხვედრის დასასრულს, საგანმანათლებლო აქტივობების ვებ-გვერდ etaloni.ge-ზე 2017-2018 სასწავლო წელს სკოლისა და სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების წარმოჩენა-წახალისებისთვის სკოლებსა და წარმატებულ დირექტორებს მადლობის სიგელები თავად პროექტის ავტორმა გადასცა და უპრეცენდენტო ინიციატივაც გააჟღერა - 2018-2019 სასწავლო წელს პირველად გამოვლინდება „საქართველოს ეტალონი პედაგოგი“ და მას საჩუქრად თბილისში ოროთახიანიბინა გადაეცემა.
წარმატებული სამშენებლო კომპანია „ონიქს დეველოპმენტი“ აღნიშნულ საჩუქარს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, Izrune.ge-ს მონაცემებზე დაყრდნობით, მომავალ თაობაზე მზრუნველი ადამიანების დაფასებისა და წახალისების მიზნით აწესებს.