პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ავტორიზაციის მაძიებელთა საყურადღებოდ!
10-12-2018
დაკოპირებულია
-
+
2019 წლის 1-ლი იანვრიდან 14 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი უქმდება - აღნიშნული ცვლილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი ვაშაკიძის ბრძანებით ხორციელდება.
იხილეთ იმ პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი, რომლის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები უქმდება:
1. პრაქტიკოსი ექთანი 2. ექთნის თანაშემწე 3. ფარმაცევტის თანაშემწე 4. სტომატოლოგიური საქმე 5. მასაჟისტ-რეაბილიტატორი 6. დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი 7. ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარების სპეციალისტი 8. სამგანზომილებიანი გრაფიკის სპეციალისტი (გენერალისტი) 9. ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტი 10. სატრანსპორტო ლოგისტიკის ოპერატორი 11. აგრარული ტექნიკის მექანიკოსი 12. იუველირი 13. მემინანქრე 14. მქარგავი
ცენტრის ინფორმაციით, ის პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამებს ასწავლიდნენ სტუდენტებს, უფლებამოსილები არიან მათ სწავლა დაასრულებინონ.
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან ამ ჩარჩო დოკუმენტების/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინონ და მიანიჭონ ამ პროგრამებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.
ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არ არიან 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ზემოთ აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტების/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღონ ახალი პროფესიული სტუდენტები", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.