სიახლეები
სკოლები

სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში „მკითხველთა კლუბი“ წარმატებით ფუნქციონირებდა
11-12-2018
-
+


თიანეთის მუნიციპალიტეტის, სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში „მკითხველთა კლუბი“ წარმატებით ფუნქციონირებდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის 7 მაისიდან 2018-2019 სასწავლო წლის 20 ნოემბრამდე პერიოდულად სპეციალურად ამ პროექტისათვის შედგენილი ცხრილის მიხედვით მიმდინარეობდა სასკოლო აქტივობების ხელშემწყობი პროგრამა - „წრეები", რომლის მიმართულება გახლდათ ინტელექტუალურ-შემეცნებითი, ქვემიმართულება - წიგნიერების განვითარება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა და შეიქმნა პროექტი სახელწოდებით - „მკითხველთა კლუბი“. კლუბს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკა ქაშიაშვილი ხელმძღვანელობდა.

კლუბში გერთიანებულნი იყვნენ მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების მოსწავლეები. კლუბმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მსოფლიო მხატვრული კლასიკური ლიტერატურიდან რეკომენდირებული სამი წიგნიდან, მოსწავლეთა სურვილისამებრ, არჩევანი ჰენრი რაიდერ ჰაგარდის სათავგადასავლო რომანზე - „სოლომონ მეფის საგანძური“ შეაჩერა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ოცი შეკრების განმავლობაში მოსწავლეებმა დაამუშავეს რომანის თითოეული თავი.

„სკოლის აღსაზრდელებმა მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე შესწავლილი სხვადასხვა სახის მეთოდების გამოყენებით დაახასიათეს, განიხილეს პერსონაჟები, ტექსტში ასახული მეტად საინტერესო და იმავდროულად იდუმალი, მოულოდნელობებით აღსავსე მოვლენები და ფაქტები, შეისწავლეს სიუჟეტური ხაზის განვითარების ყველა ეტაპი, რასაც ცხოველი აზრთა გაცვლა-გამოცვლა და დისკუსია მოყვებოდა ხოლმე პერიოდულად. დიდი მოწონება ხვდა წილად ჰაგარდის მოხდენილ იუმორს. გააკეთეს თითოეული თავის მოკლე შინაარსი, გეგმები, გეოგრაფიული ადგილების სახელწოდებებისა და უცხო სიტყვათა მცირე სახის კრებულები, შექმნეს პატარა ზომის ილუსტრაციები, კროსვორდები. ყოველივე აღნიშნულის შედეგად შეიქმნა ალბომი, რომელშიც ჩამოთვლილი მასალებია განთავსებული. პროექტის დასასრულს კლუბმა მოაწყო აღნიშნული სათავგადასავლო რომანის დიდი ზომის ილუსტრაციებისა და კროსვორდების გამოფენა, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ასევე პროექტის დაფინანსების ფარგლებში კლუბმა შეიძინა ქართული და მსოფლიო კლასიკური მხატვრული ლიტერატურის შედევრები“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

„მკითხველთა კლუბი“ დიდ მადლობას უხდის სკოლის დირექციას მუშაობაში გაწეული მქსიმალური ხელშეწყობისა და თანადგომისათვის.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებელს ანაზღაურებადი შვებულების გამოყენება ნაწილ-ნაწილ შეუძლია - იურისტის განმარტება

4 ადგილი სკოლაში, სადაც აკრძალულია ვიდეომონიტორინგი - დეტალები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება