სიახლეები
სკოლები

ჩხარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მშობლებთან ერთად ერთმანეთს სპორტში შეეჯიბრნენ
11-12-2018
-
+


ჩხარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

სპორტის პედაგოგი დიმა არეშიძე გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ დარბაზის უქონლობის გამო შეჯიბრებას მასპინძლობა ჩხარის N1 საჯარო სკოლამ  გაუწია. 

ჩხარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ორ გუნდად, „წითლებად“ და „ლურჯებად“ (ფორმის მიხედვით) გაიყვნენ. მოსწავლეები თითოეულ აქტივობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. მათთან ერთად მშობლებიც მონაწილეობდნენ. ჟიურის წევრები გახლდნენ როგორც ჩხარის N2 საჯარო სკოლის, ასევე ჩხარის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები. 

სკოლის დირექციის ცნობით, შეჯიბრებამ მხიარულად ჩაიარა. ყველაზე მეტი ქულა „ლურჯების“ გუნდმა მოიპოვა. „წითლებმა“ მათ  გამარჯვება გულითადად მიულოცეს. მომდევნო შეჯიბრება ჩხარის N2 და ჩხარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის დაიგეგმა. 

ჩხარის N2 საჯარო სკოლის დირექცია ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექციას (დირექტორი კობა ბარდაველიძე) გაწეული დახმარებისათვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება