მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დანიური განათლება - აღიარებული ლიდერია, როდესაც საქმე მსოფლიო ტრენდებისა ტენდენციების ფორმირებას ეხება. თუ თქვენ დანიური სკოლების შესახებ ინფორმაციას მოიძიებთ, აუცილებლად შეხვდებით HellerupSchool-ს. მის შესახებ პირველ რიგში არქიტექტურული გამოცემები წერენ, მაგრამ იგი არა მხოლოდ ორიგინალური შენობის, არამედ სწავლების მეთოდების გამო არის აღსანიშნავი.
სკოლა დასაკეცი კედლებით
Hellerup School სახელმწიფო სკოლაა ღია გეგმარებით, რომელიც კოპენჰაგენის შემოგარენში მდებარეობს. სკოლაში არ არის ჩვეული საკლასო ოთახები, არამედ შენობის შიგნით შექმნილია სივრცეები. ყველა „ოთახი“ ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ცენტრალური კიბის გარშემო განთავსებული. ნებისმიერ დროს შესაძლებელია სივრცის თავშეყრის მეცადინეობის ან ლექციების ჩასატარებელ ზონად გადაქცევა. სკოლაში მოდულური ავეჯი და დასაკეცი კედლებია.
როდესაც სკოლის დირექტორი ლასე რეიხშტეინი ცენტრალურ კიბეზე შემოდგება, 650-ზე მეტ მოსწავლეს ხედავს და ესმის. პირველიდან ცხრა კლასამდე მოსწავლეები ღია ზონებში მეცადინეობენ, სხვადასხვა თემებს განიხილავენ და თავისუფალ თემებზე საუბრობენ.
რეიხშტეინი თვლის, რომ ასეთი წყობა საშუალებას იძლევა სკოლა მოსწავლეებისა და მასწავლებლების საზოგადოებად იქცეს.
სწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა
სკოლა განსხვავებულია არა მხოლოდ კედლების არარსებობით. იმ მოსწავლეებთან შედარებით, რომლებიც ტრადიციულად სწავლობენ, Hellerup-ის მოსწავლეები თავისუფლები არიან არა მხოლოდ გადაადგილებაში, არამედ სწავლაშიც. მოსწავლეების განრიგში არის ჩვეული გაკვეთილებიც, მაგრამ დღის უმეტესი ნაწილის განრიგი მოქნილი და ცვალებადია.
თითოეულს შეუძლია მეცადინეობის სასურველი დროის და კომფორტული ადგილისა შერჩევა. მეცადინეობენ ჯგუფურად და ინდივიდუალურად. ითვლება, რომ ამ სახით სკოლა მხარს უჭერს „მოსწავლეების არჩევანს და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების განვითარებას ყველა შესაძლო სფეროში“.
Hellerup-ის მიზანია - სკოლა, რომელშიც ბავშვები და პედაგოგები ერთნაირად პასუხისმგებლები არიან სწავლის შედეგებზე.
ითვლება, რომ სწავლის ასეთი ფორმა მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს იყოს მეტად პასუხისმგებლობიანი.
განსხვავებულია ბავშვების შეფასების სისტემაც.
პროექტებზე მუშაობა და კლასიკური სწავლება
Hellerup-ის დირექტორის აზრით, Hellerup არის „სრულიად ნორმალური სახელმწიფო სკოლა იმავე მიზნებით, როგორც სხვა დანარჩენები“.
მოსწავლეების მიღწევებს პროექტებისა და სტანდარტიზებული ტესტების საფუძველზე აფასებენ. მასწავლებლები ეროვნულ სასწავლო გეგმას მისდევენ.
მთავარი განსხვავებაა - მიზნებშია. სკოლაში პრიორიტეტს ანიჭებენ ე.წ „XXI საუკუნის უნარების“ განვითარებას - ინტერპერსონალურ და სოციალურ კომუნიკაციებს.
მოსწავლეები ჯგუფებად არიან დაყოფილი და გარკვეულ მასწავლებელს არიან მიმაგრებულნი.
დილით მოსწავლეები პედაგოგს ხვდებიან და დღის მიზნებსა და ამოცანებს გეგმავენ. როცა მეცადინეობა, იწყება მოსწავლეები შერჩეულ ზონაში იყრიან თავს, პედაგოგი მათ 15 წუთი დღის განრიგს აცნობს, შემდეგ კი ყველა იშლება და იწყებენ მეცადინეობას.
„თავიდან ეს ქაოტურად გამოიყურება, მაგრამ ასე არ არის“,- ამბობს პედაგოგი სიორენ ლენსტრეპი, რომელიც ამჟამად Hellerup-ში მშობლების კონსულტანტად მუშაობს.
დღის განმავლობაში მუდმივად ნარჩუნდება დიალოგი მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის, გარდა ამისა, თითოეულ ბავშვს შეუძლია სკოლის პროგრამის ათვისების ოპტიმალური გზა აირჩიოს.
სკოლის აღსაზრდელები პედაგოგს უთანხმებენ სამუშაო დროს, მასწავლებელი მათ ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში - მაგალითად ბავშვმა იმუშაოს ჯგუფში თუ ინდივიდუალურად.
თითოეული მასწავლებელი აკეთებს ყველაფერს რომ დაეხმაროს მოსწავლეს გაიგოს თავისი ინდივიდუალური შესაძლებლობები.
თუ მოსწავლე უმკლავდება დავალებებსა და პროექტებს, მაშინ მას შეუძლია იმეცადინოს სკოლის ნებისმიერ წერტილში, თუნდაც ქუჩაში. რა თქმა უნდა, მეტი ავტონომიურობით სარგებლობენ მაღალი კლასების მოსწავლეები. მასწავლებლები კი გამუდმებით თვალყურს ადევნებენ მოსწავლეების მუშაობას, რომ გაიგონ უმკლავდებიან თუა არა ისინი იმ თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას, რომელსაც მათ Hellerup აძლევს.
სხვა მნიშვნელოვანი ელემენტია პროექტებზე მუშაობა. წელიწადში რამდენჯერმე საკლასო მუშაობა წყდება და მოსწავლეები პროექტებზე მუშაობას იწყებენ. პროექტებს ერთი კვირა ეთმობა, კვირის ბოლოს მას მასწავლებლებს წარუდგენენ.
სწავლების ასეთი მეთოდები ყველას ეს არ მოსწონს
ყველა მშობელს და ბავშვს კი ღია სივრცის იდეა არ მოსწონს. ხდება ისეც რომ ზოგიერთი ბავშვი Hellerup-ში წარმატებით ვერ სწავლობს. ამიტომ მშობლებისთვის სკოლაში სპეციალური კონსულტანტი მუშაობს. მისგან მშობლები იგებენ როგორ მისდის ბავშვს საქმე და რატომ ასწავლიან მას სწორედ ასე.
გაუკრიტიკებიათ სკოლა მეთოდისტებსაც. მაგალითად, გადამეტებული ინდივიდუალური მიდგომისთვის, რომელმაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯგუფში მუშაობის უნარზე. სკოლამ პროგრამაში კორექტირება შეიტანა, ფსონი მოსწავლეებისგან „სასწავლო საზოგადოების“ შექმნასა და კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებაზე დადო.
ტექნოლოგიები
დღის უდიდეს ნაწილს მოსწავლეები კომპიუტერთან ატარებენ: ისინი კვლევებს ატარებენ, დავალებებს ასრულებენ და ქსელში ერთმანეთთან ურთიერთობენ კიდეც.
ამასთან, სკოლა არეგულირებს რამდენი ხანი შეუძლიათ ბავშვებს სმარტფონების გამოყენება. თავიდან სხვადასხვა კლასებისთვის განსხვავებული ნორმები დაწესდა - სმარტფონების ქონის უფლება მხოლოდ უფროსკლასელებს მისცეს. შემდეგ მკაცრი შეზღუდვები ყველა კლასს შეეხო, რადგან პედაგოგები ცდილობენ მოსწავლეებში ვირტუალურ ურთიერთობაზე დამოკიდებულების შემცირებას.
„ჩვენ გამუდმებით ვცვლით რაღასაც ჩვენს მუშაობაში, ერთად ვსწავლობთ“,- ამბობს სიორენ ლენსტრეპი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის წინასაახალწლო დღეები ზღაპრული თავგადასავალია
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...