მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„იქ, სადაც თქვენი შვილები იზრდებიან და პიროვნებად ყალიბდებიან, ჯანსაღი, მოსიყვარულე და მზრუნველი გარემოს შექმნა აუცილებელია,“ - ეს საბავშვო ბაღ „მზესუმზირას“ პატარების საყვარელი ფსიქოლოგის სიტყვებია.
ანა თეთვაძე კვირაში ორჯერ 4 საათის განმავლობაში მუშაობს „მზესუმზირას“ აღსაზრდელებთან და მოსიყვარულე პედაგოგებთან ერთად მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.
და ახლა ის საკუთარ გამოცდილებას Etaloni.ge-ს ერთგულ მკითხველს გაუზიარებს.
ანა თეთვაძე:
- საქართველოს ბაღებსა თუ სკოლებში ფსიქოლოგის მომსახურების კულტურა სისტემურად არაა ჩამოყალიბებული. არადა, ბავშვის ფსიქიკა სწორედ ამ ასაკში ფორმირდება და ზუსტად ამ პერიოდშია არსებითად მნიშვნელოვანი პატარას განვითარებისთვის სწორი მიმართულების მიცემა.
- რა ძირითად მიდგომებს იყენებთ სწავლისა და აღზრდის პროცესში?
- ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ვგეგმავთ კოგნიტური უნარების განმავითარებელ აქტივობებს, მაგალითად, 3-4 წლის ასაკში ბავშვებს ვურჩევთ, დააჯგუფონ საგნები ფერებისა და ფორმის მიხედვით, შემდეგ ვათამაშებთ კონსტრუქციებით, ასაკთან ერთად ეს მიდგომები იცვლება. ასევე აქტიურად ვმუშაობთ სამეტყველო უნარების განვითარებაზე, ვიყენებთ ენის გასატეხებსა და გამოცანებს. სოციალური უნარების გასავითარებლად ვგეგმავთ როლურ თამაშებს. ეს ყოველივე ძალიან სახალისო და ამავდროულად, საჭიროა პატარებისთვის.
- როგორ ქმნით ბავშვის თავდაპირველ ფსიქოტიპს?
- ძირითადად ჯგუფურად ვმუშაობ, ვაკვირდები თითოეული ბავშვის ქცევასა და თანატოლებთან ურთიერთობას. პატარების ნაწილი ჰიპერაქტიური, გამორჩეულად ენერგიულია, ზოგი შეიძლება უფრო მშვიდი და მელანქოლიური იყოს. საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ მიდგომებს ვიყენებ და აუცილებლად ვესაუბრები მათ მშობლებს, ვარკვევ სახლის პირობებში ბავშვების ქცევასა და ურთიერთობების ხარისხს.
- საბავშვო ბაღის როლი ბავშვის ფსიქიკურ, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში როგორია?
- პატარები ბაღში დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ, საინტერესო აქტივობებით მრავალმხრივ ვითარდებიან და აღზრდის პროცესში მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა აუცილებელია. მიხარია, რომ „მზესუმზირაში“ ინფრასტრუქტურა და ფიზიკური ინვენტარი ბავშვების ასაკობრივ ჯგუფსა და საჭიროებებზეა მორგებული. მნიშვნელოვანია, რომ ბაღს გარე სივრცე აქვს და ბავშვებს სუფთა ჰაერზე, ეზოს აქტივობებში ჩართვა შეუძლიათ, რაც ჩემთვის პრიორიტეტულია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პატარებზე პროფესიონალი და მოსიყვარულე მასწავლებლები ზრუნავენ.
ფსიქოლოგის თქმით, საბავშვო ბაღ „მზესუმზირას“ პატარების ერთიანი ფსიქოტიპის შექმნა შეუძლებელია, თუმცა ჰუმანური და მზრუნველი მიდგომების გათვალისწინებით, აქ ბავშვები უფრო ლაღები და მხიარულები არიან, აქ ბენდიერების მაღალი ხარისხია...
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების შემდეგ, თბილისისა და რეგიონების 31 საჯარო სკოლაში უკვე ჩატარდა შეხვედრა
ფავორიტიზმი, სუბიექტური დამოკიდებულება... კიდევ რა გამოწვევები ახლავს ბაღებში შიდა კონკურსით კადრების დასაქმებას
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაციაზე