სიახლეები
სიახლეები

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები გამოქვეყნდა
13-12-2018
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის 2019 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს აქვეყნებს.   

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის, ლიტერატურის, გეოგრაფიისა და უცხოური ენების გამოცდაში ცვლილებები განხორციელდა. 

ცენტრის განმარტებით, წინა წლების ტესტების ანალიზმა და პედაგოგებთან ერთად ამ გამოცდების შედეგების განხილვამ აჩვენა, რომ აბიტურიენტის ცოდნისა და უნარების უკეთ შესაფასებლად მიზანშეწონილია ამ საგამოცდო ტესტების ფორმატში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამ ცვლილებების  მიუხედავად, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა:

ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). ასე რომ, წინა წელთან შედარებით 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა; შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება 70-ქულიანი და არა 80-ქულიანი, როგორც ეს წინა წლებში იყო.

ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

ქართული ენისა და ლიტერატურის დავალებების ნიმუში

უცხოური ენების გამოცდა:

ტესტიდან ამოღებულია  ერთ-ერთი დავალება. ეს არის მე-7 არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 80 და არა 90, როგორც ეს წინა წელს იყო; შესაბამისად, საგამოცდო დრო გახდა 2 საათი და 30 წუთი (დრო 10 წუთით შემცირდა).

უცხოური ენების დავალებების ნიმუში:

ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

ლიტერატურის გამოცდა:


ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40 ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30 ნაცვლად 25-ისა.

საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 70  და არა 80, როგორც ეს წინა წლებში იყო; ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად ნახევარი საათით შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც - 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.

ლიტერატურის გამოცდის დავალებების ნიმუში

მხატვრული ტექსტის ანალიზის შეფასების კრიტერიუმები და მათი განმარტება

გეოგრაფიის გამოცდა:

ტესტში გაიზრდება ე.წ. ხვედრითი წილი ღია დავალებებისა, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე; 

შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი;

ტესტში უცვლელია შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით; რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული); ინფორმაციის ანალიზი;

ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება 60 ნაცვლად 59-ისა;

გეოგრაფიის დავალებების ნიმუში


აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავინდებურად დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები. 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლე არ იგეგმება. 

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ყველაზე მარტივ გამოცდას აბიტურიენტები ასახელებენ - „ამ საგნით ეროვნულები დავამთავრე“

მასწავლებლების 4 საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

„გარკვეული საკითხები მეტ კონცენტრაციას მოითხოვდა“

„შემაცილეთ, ხალხი არ ხაართ?!“ - მასწავლებლის გამოცდაზე აპლიკანტმა 10 წუთი დაიგვიანა

პიროვნება
სკოლები

მეცადინეობები მოიცავს არაფორმალურ და სახალისო აქტივობებს

სკოლის 12-მა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საზაფხულო ბანაკში - ერთიანი საქართველო ევროპისთვის

ორივე ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

სიახლეები
საზოგადოება