მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემაში ''დილა მაესტროზე'' ადამიანის ცხოვრებაში სკოლის როლზე ისაუბრა:
''სკოლაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. სკოლა არ არის მხოლოდ ქიმიისა და მათემატიკის სასწავლებელი ადგილი, ეგეც მნიშვნელოვანია, თუმცა სკოლა არის ადგილი, სადაც ადამიანმა სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს.
წარმატებასთან ძალიან დიდი კორელაცია აქვს არა IQ-ს, რომელიც ამოცანების ამოხსნაში გამოიყენება, არამედ EQ-ს - ემოციურ ინტელექტს, რომელიც უკავშირდება ხალხთან ურთიერთობას.
მთავარია გაგება - ეს გამოთქმა მეცნიერული მნიშვნელობის აღმოჩნდა და ამას ჰქვია სწორედ ემოციური ინტელექტი. შენს თავს და სხვებს როგორ უგებ, ამასთან არის კავშირში. სკოლა არის ზუსტად ის ადგილი, რომელმაც უნდა ჩასახოს, შექმნას ეს საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანს სკოლისდრონდელი ემოციები სამუდამოდ აქვს ჩაბეჭდილი. მე ვფიქრობ, რომ სკოლა პიროვნების ჩამოყალიბებისთვის არის გადამწყვეტი.
სკოლის მეორე ფუნქცია - რა თქმა უნდა, მიმართულება უნდა მიიღოს ადამიანმა, უნდა ჩამოყალიბდეს, რა აინტერესებს. ამიტომ გაცილებით ნაკლები დაძალება და მეტი თავისუფლება, სილაღე გვჭირდება ჩვენს სკოლებში. შევეცდებით, რომ ამ მიმართულებით გადაიდგას ყველა ნაბიჯი.''
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.