მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელთა შორისაა.
აღნიშნულ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ლადო აფხაზავა 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია.
ის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის.
დაჯილდოების ორგანიზატორების ცნობით, ლადო აფხაზავა ასწავლის საქართველოს ღარიბ რეგიონში, სადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა:
"ამ რეგიონში ბავშვებს ბევრი პრობლემა აქვთ და ვლადიმერის მისიაა, როგორც ბავშვების დახმარება, ისე ამ პრობლემების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მან გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოც მოიპოვა".
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც