მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იტალიელმა ლუკა ლამპარიელომ 35 წლის ასაკამდე 11 ენის შესწავლა შეძლო. პოლიგლოტის აზრით, მიზნის მიღწევის უმთავრესი ფაქტორი მოტივაციაა.
10 რჩევა ლუკა ლამპარიელოსგან:
1. ენას ვერ გასწავლიან, ის უნდა შეისწავლო!
2. ენა არის კარი სამყაროში, რომელიც მთლიანად უნდა გაიცნო, უნდა შეიყვარო, ქვეყანა, სამზარეულო. ამაზე მეტი მოტივაცია არ არსებობს!
3. თუ თქვენ მოსაწონ მეთოდს მიაგნებთ, ნებისმიერ ენას ისწავლით დამოუკიდებლად. ეძებეთ და ჩაატარეთ ექსპერიმენტები!
4. უცხო ენის შესწავლით მშობლიური ენის სიღრმეებსაც ჩაწვდებით.
5. არ არსებობს უსარგებლო ენა. ადრე თუ გვიან, ყველა გამოგადგებათ. ამიტომ არ მისცეთ სხვებს უფლება, თქვენს ნაცვლად განსაზღვრონ. საკუთარი ინტერესების მიხედვით იმოქმედეთ!
6. თავიდანვე იმუშავეთ გამოთქმაზე. თუ ენას თავისებურებები აქვს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.
7. თუ უცხო ენის შესასწავლად ძალა არ გყოფნით და თქვენ მაინც აქტიურად ეძებთ, ეროვნულ ატმოსფეროში „ჩაყვინთეთ“ - ესტუმრეთ ამ ქვეყანას, შეხვდით ადგილობრივ მცხოვრებლებს, ბოლოს და ბოლოს - YouTube-ზე უყურეთ ვიდეოებს.
8. ერთდროულად ორი ენის სწავლა შესაძლებელია, თუკი თქვენ შეგიძლიათ დროისა და ენერგიის განაწილება.
9. მოგზაურობა - ნამდვილად კარგი მოტივატორია. მეტი იმოგზაურეთ და თქვენ ახალი ენების შესწავლის შესაძლებლობები გაგიჩნდებათ.
10. თუ თქვენი მიდგომა არ მუშაობს, შეცვალეთ. არ დანებდეთ! არ დანებდეთ!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ამჟამად, მიმდინარეობს ევაკუაცია - მხოლოდ ეს ვიცით, დანარჩენს იმედია გამოძიება დაადგენს“
იცოდით, რომ „პასკა“ გრამატიკულად არასწორი ფორმაა? - საინტერესო დეტალები სააღდგომო ტკბილეულის შესახებ და სწორი ფორმა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ვანდალიზმი აშკარა მავნებლური საქმიანობაა
მეშვიდეკლასელების მიერ დაწერილმა ესეებმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებში დიდი მოწონება დაიმსახურა