სიახლეები
სამასწავლებლო

ხელფასები, კრედიტქულები, დაფინანსება - რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა სკოლის დირექტორებისთვის
14-12-2018
-
+


საგანმანათლებლო სივრცეში რამდენიმე სიახლე ანონსდება, რომელთა ნაწილის განხორციელებაც 2019 წლიდან იგეგმება. 

Etaloni.ge-მ მათგან ნაწილი აარჩია, რათა სკოლის დირექტორების შეფასება მოესმინა. კერძოდ,  შესაძლოა  მასწავლებლებს სტატუსის შესანარჩუნებლად კრედიტქულების დაგროვება  აღარ დასჭირდეთ; ასევე, საუბარია  პედაგოგებისთვის თვითშეფასების კითხვარის გაუქმებაზე. ასევე, სკოლებისთვის დაფინანსების გაზრდა იგეგმება, ხოლო  30%-ით მეტი იქნება სოციალური დახმარება იმ მასწავლებლებისა და ტექნიკური პერსონალისთვის, რომლებიც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ. და რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილი ანონსი - 2019 წლიდან მასწავლებლებისა და დირექციის წარმომადგენლებისთვის ხელფასების ზრდა. სწორედ ეს ინიციატივები შეაფასეს Etaloni.ge-სთან დირექტორებმა და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დაასახელეს.

კოლაგის საჯარო სკოლა, დირექტორი გალინა პანასენკო სიმონიშვილი:

სკოლებისთვის სასიკეთო ბევრი ცვლილება იგეგმება, რომელიც ნამდვილად მისასალმებელია. თუმცა მინდა გამოვყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარის გაუქმებას უკავშირდება. 

სასურველია, აღარ იყოს საჭირო მასწავლებლების მხრიდან თვითშეფასების კითხვარის შევსება, რადგან ეს ფორმალური მხარეა და ზოგი მასწავლებელი მას მოვალეობის მოხდის მიზნით ავსებს. თუ პედაგოგს  გადაწყვეტილი აქვს წინსვლა და სტატუსის შეცვლა, ის ამას თვითშეფასების კითხვარის გარეშეც კარგად გაართმევს თავს. 

ქესალოს საჯარო სკოლა, დირექტორი ნურადინ ისმაილოვი:

ყველა საკითხი მნიშვნელოვანია, თუმცა მათგან ყველაზე მეტად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე პედაგოგებისთვის დაანონსებულ ინიციატივას გამოვყოფდი. იმიტომ, რომ ეს თემა ჩვენთვის ნომერ პირველი ტკივილია და ეს ტერიტორია დასაკარგი არ არის. ამას არ უნდა შევეგუოთ. შესაბამისად, იმ პედაგოგებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე რთულ სამუშაოს ასრულებენ, დაფასება ნამდვილად სჭირდებათ.

სახალვაშოს საჯარო სკოლა, დირექტორი იაშა ცინცაძე:

რა თქმა უნდა, ჩამოთვლილ ინიციატივებს მივესალმები. მათგან კი კრედიტქულების გაუქმებას გამოვყოფდი, რადგან  ყველა მასწავლებელი ვერ ახერხებს ამას, ნაწილი ამისთვის მოსწავლეს დროს აკლებს და ბიუროკრატიულ საქმიანობაზე ერთვება, ზოგს შესაძლებლობა არ აქვს საერთოდ, რომ  კრედიტქულების დაგროვებაზე იმუშაოს. შესაბამისად, სხვა მეთოდია საჭირო, რომელიც მასწავლებელს მუშაობის და თავის გამოჩენის შესაძლებლობას მისცემს.

ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლა, დირექტორი თამილა ქურხაშვილი:

ძალიან მნიშვნელოვანია ხელფასების ზრდა, რადგან ფინანსები კარიერულ წინსვლასთან კავშირშია. ასევე, დაბალი ხელფასის პირობებში მასწავლებლის მოტივაცია მიზერულია, მითუმეტეს, რომ პედაგოგის საქმიანობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ხელფასების ზრდა მოტივაციას გაზრდის. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ხშირად ასახელებენ პრობლემად ამ სფეროში ახალგაზრდა კადრების დეფიციტს. სწორედ ხელფასია ამის მიზეზი და შესაბამისად, მისი ზრდით ესეც გადაიჭრება.

ინგირის N2 საჯარო სკოლა, დირექტორი თენგიზ ახალაია:

უპირობოდ, პრიორიტეტულია ხელფასების ზრდა, რადგან ამ ეტაპზე ის ძალიან დაბალია. მისი ზრდა მასწავლებლების მოტივაციას გაზრდის, მოტივირებული პედაგოგი კი უფრო ხარისხიან სასწავლო გარემოს შექმნის.  

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება