მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემაში ''დილა მაესტროზე'' სკოლებში სასწავლო პროგრამის შემსუბუქებაზე ისაუბრა:
''ბავშვი სანამ არის ბავშვი, უნდა ჰქონდეს საკმარისი თავისუფალი დრო. ბავშვი, რომელიც შაბათ-კვირას ელოდება, რომ გაერთოს, - ეს არასწორია მიდგომაა და ასე არ შეიძლება.
ჩვენთან, სამწუხაროდ, 10 საათამდე შეიძლება მეხუთე და მეშვიდე კლასელი მეცადინეობდეს და რეპეტიტორთან დადიოდეს, რაც საერთოდ ტრაგედიაა.
ამ კლასებში ისეთი მარტივი და იმდენად სახალისო მასალა უნდა ჰქონდეთ მოსწავლეებს, რომ სკოლაში წასვლა უნდა მიუხაროდეთ. სკოლა უნდა იყოს მეგობრებთან კარგად დროის გატარების ადგილი.
მასწავლებელსაც შედარებით ნაკლები მასალა როდესაც აქვს გერმანიის, პორტუგალიის ან ფინეთის სკოლებში, ისიც ხალისობს ბავშვებთან ერთად.
სასწავლო პროგრამა არის შესამსუბუქებელი. პედაგოგებმა ზუსტად იციან რა სჭირდებათ ბავშვებს, მათზე მნიშვნელოვანი ხალხი ბავშვების ცხოვრებაში არ არსებობს. პედაგოგი, რომელიც უყვართად, მისთვის აკეთებდნენ ყველაფერს.
ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ბავშებს უყვარდეთ თავიანთი მასწავლებლები.''
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.