სიახლეები
ინტერვიუ

რატომ არის ბავშვებისთვის აუცილებელი შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა - ვეტერინარის რჩევები
14-12-2018
-
+


სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე, ვეტერინარი-ექიმი, ვახტანგ მამალაძე ამბობს, რომ ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვებისთვის აუცილებელია, რათა ისინი კარგი ადამიანები გაიზარდონ. სამყაროში, სადაც აგრესია და დეპრესია დომინირებს და ადამიანთა ცხოვრების წესად იქცა, ის, ვინც ძაღლისა თუ კატის მოვლას ბავშვობიდან შეეჩვევა, აღარც სიმარტოვეს იგრძნობს და აღარც აგრესიული იქნება...

– ბავშვისთვის ცხოველთან ურთიერთობა აუცილებელია, რათა ის იყოს უფრო მოწესრიგებული და არც ფსიქოლოგიური გადახრები ჰქონდეს. ჩათვალეთ, რომ ცხოველი ბავშვის ფსიქიკისთვის და არამხოლოდ ფსიქიკისთვის სამკურნალო საშუალებაა. ყველაზე კარგია ძაღლისა და კატის ყოლა. ბავშვის განვითარებისათვის ასევე კარგია ურთიერთობა თევზებთან, თუთიყუშებთან... ბავშვებს კომპლექსები უჩნდებათ, როდესაც ისინი თავიანთი ემოციების რეალიზებას ვერ ახერხებენ. ცხოველებთან ურთიერთობა კი ამ ემოციებს არეგულირებს. ამ დროს ისინი სიმარტოვეს აღარ გრძნობენ, თავიანთ ემოციებს ცხოველებს უზიარებენ, მათ ელაპარაკებიან. ზოგი ისეთი კომპლექსიანი ბავშვია, ადამიანებთან ვერ იხსნება. ამ დროს კი ძაღლს, კატას, ჩიტებს, თევზებს უყვება თავის ამბავს. ეს მშობელმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს. დუმილითაც კი გადასცემს ბავშვი ცხოველს თავის ემოციას. კონტაქტი ბავშვსა და ცხოველს შორის იმდენად დიდია, რომ ეს ფსიქოთერაპიის ტოლფასია. 

– ყველაზე კომუნიკაბელური რომელი ცხოველია?

– ძაღლი. ძალიან კარგია პუდელი, ფრანგული ბულდოგი, იორკშიკ ტერიერი, ჩვეულებრივი მეტისიც კარგია და ის შეიძლება ძაღლთა თავშესაფრიდან აიყვანოთ. დიდი ძაღლებიდან ძალიან კარგია ლაბრადორი, ბოქსიორი...

– ბატონო ვახტანგ, რის მიხედვით გააკეთეთ ახლა ეს ჩამონათვალი, როგორი თვისებები აქვთ ამ ძაღლებს?

– ეს ძაღლები არ არიან აგრესიულები. მაგალითად, იაგდტერიერი, ან პიტბული აგრესიით გამოირჩევიან და ყოფილა შემთხვევა, ბავშვიც დაუგლეჯავს. გერმანული ბოქსიორი იდეალური ძაღლია ბავშვისთვის. ასეთივეა გერმანული ნაგაზი, შოტლანდიური კოლი. თამაში უყვართ და არ იკბინებიან. ჩათვალეთ, ჩვეულებრივი ბავშვები არიან და ბავშვებთან ერთად, ყირაზე სიამოვნებით გადადიან. ბავშვურები, მეგობრულები, მოსიყვარულეები, ერთგულები, დამცველები... ისინი გრძნობენ, ბავშვი ცუდ ხასიათზეა თუ პირიქით. თუ ცუდ ხასიათზეა, მივლენ და ეფერებიან. ექსტრასენსულ უნარს ავლენენ. 

– მშობლებს არ უნდათ მათმა შვილმა ძაღლთან იურთიერთოს, რადგან იმ ბეწვის ეშინიათ, მათ რომ სცვივათ...

– დიახ და ამის გამო პანიკას ტეხენ. ჰგონიათ, რომ ექინოკოკით დაავადდება მათი შვილი. თუ ძაღლი დამუშავებულია ჰერმიტებზე, არ არსებობს, მისმა ბეწვმა ექინოკოკი გამოიწვიოს. ექინოკოკით ავადდებიან ძირითადად ის ძაღლები, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ  და ბუნკერებში იკვებებიან... სანამ ძაღლს სახლში შევიყვანთ, ის უნდა დამუშავდეს ჭიებზე. უნდა მოხდეს დროული ვაქცინაცია. ამის მერე, კბილიც რომ გაკრას და დაკაწროს ძაღლმა ბავშვი, მშობელი პანიკაში აღარ უნდა ჩავარდეს, რადგან უკვე აცრილია ცოფზე, დამუშავებულია ჭიაზე...

– ბეწვი რომ გადაყლაპოს?

– არც ეგ არის პრობლემა. ერთადერთი, უნდა ვიცოდეთ, ბავშვი ალერგიული ხომ არ არის ცხოველის ბეწვზე. შეიძლება ბავშვს მტვერზე ჰქონდეს ალერგია და მშობელს ეგონოს, რომ ძაღლის ბეწვზეც ალერგიულია. ყველას ვურჩევ, ისეთ ალერგოლოგთან მიიყვანოს ბავშვი, რომელსაც ცხოველები უყვარს და ისე გამოიკვლიონ, რაზეა ალერგიული. არსებობენ ექიმები, რომლებიც მშობლებს აგიჟებენ – ეუბნებიან, მოაცილეთ ძაღლიო. თუ ბავშვი ცხოველზე ალერგიული არ არის და ძაღლს სათანადო ვაქცინაცია აქვს ჩატარებული, არავითარ შემთხვევაში ის ბავშვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შეიძლება ბავშვმა ქუჩაში ითამაშოს და ბეწვი მის ორგანიზმში სწორედ ეზოდან მოხვდეს, მაგრამ თუ ის დაავადებული ძაღლის არ არის, არც ამ დროს არის საშიში. მთელ მსოფლიოში ეწევიან პროპაგანდას, რომ ბავშვი ცხოველთან ერთად იზრდებოდეს, რადგან ცხოველის მოყვარული არასოდეს გახდება მკვლელი და რეციდივისტი. 

– კონკრეტული შემთხვევები თუ იცით ბავშვებისა და ძაღლების ურთიერთობიდან?

– რამდენიმე წლის წინ თბილისში ქურდები შევიდნენ ერთი შეძლებული ოჯახის სახლში და ბავშვის გატაცება უნდოდათ. მშობლები პირველ სართულზე იყვნენ და ბავშვი – მეორეზე. ძაღლმა დაიცვა – გამტაცებლები ჯერ დაგლიჯა, მერე ოთახში ჩაკეტა და პოლიციის მოსვლამდე არსად გაუშვა.  მათ აღიარეს, რომ ბავშვის გატაცება უნდოდათ.ერთ ოჯახში უთო დარჩათ ჩართული. წაეკიდა ცეცხლი ოთახში რაღაცას და ძაღლმა ისეთი ამბავი ატეხა, რომ სახლი გადაარჩინა დაწვას. 

აბასთუმანში ბავშვი თოვლში ჩაეფლო. ვერც მიხვდნენ მშობლები და გარშემომყოფები რა მოხდა. ძაღლმა თხარა თოვლი, ჩაავლო ბავშვის ტანსაცმელს პირი და ამოათრია ბავშვი. სიკვდილს გადაარჩინა! 

მსგავსი ფაქტები უამრავია. ჩემი შვილებიც ძაღლებთან ერთად გავზარდე და ასე ვზრდი შვილიშვილებსაც. მეც პატარაობიდან მიყვარდა ცხოველები. გარეთ ვიპოვიდი ძაღლს და სახლში მიმყავდა. ჩემებსაც ეშინოდათ ექინოკოკის, მაგრამ მე მაინც ჩემი გამქონდა. მუდამ მყავდა სახლში ძაღლიც, კატაც და ამან განაპირობა ამ პროფესიის არჩევაც.

– რამხელა სახლი გვაქვს, თუ აქვს მნიშვნელობა?

– პატარა ფართის სახლში დიდ ძაღლს, ბუნებრივია, ვერ შეიყვანთ. სივიწროვე არც ჩვენ უნდა ვიგრძნოთ და არც – ცხოველმა. თუ ეზოიანი სახლი გვაქვს, კარგია დიდი ძაღლის ყოლა. ძაღლს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი კუთხე. 

– ბევრს, ცხოველის სახლში ყოლისას, ჰიგიენის დაცვა უჭირს...

– 4 თვემდე ძაღლს ვერ მიაჩვევ სად მოისაქმოს. 4 თვის მერე საბელით დღეში 4–ჯერ მაინც უნდა გავიყვანოთ გარეთ. ისინი მიხვდებიან, რომ სახლი არ არის ის ადგილი, სადაც უნდა მოისაქმონ და ინსტიქტურად გამოუმუშავდებათ შესაბამისი თვისებები. შესაბამისი ზეწრებიც იყიდება, სადაც ძაღლმა უნდა მოშარდოს. უნდა დაუდოთ ერთსა და იმავე ადგილას. შარდი იწოვება და სუნი არ რჩება. ეს უფრო პატარა ჯიშის ძაღლებისთვისაა განსაზღვრული. საბოლოოდ, ძაღლს ორჯერ გასეირნება დასჭირდება და ესეც ერთგვარი რეჟიმია ადამიანებისთვის. მეც მყავს ძაღლი სახლში და დღეში ორჯერ მაქვს კროსი, როცა მას ვასეირნებ. ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ცხოველისთვისაც. ასე რომ, ძაღლის სახლში ყოლისას ბავშვები ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც დაცულები არიან. ჯანმრთელები, ძლიერები და კარგი მოქალაქეები იზრდებიან.

ყოფილა შემთხვევა, როცა ბავშვს უნდა ძაღლი და მამასაც, მაგრამ დედაა წინააღმდეგი. მაინც აუყვანიათ ძაღლი. 1–2 თვის მერე მოსულა დედა და უთქვამს, რომ ამ ძაღლზე გიჟდება და შვილზე და ქმარზე მეტად მას უყვარს. 

– კატა როგორი ცხოველია?

– კატა არ ემორჩილება ადამიანის ბრძანებებს, მაგრამ ძალიან ალერსიანია. მას ვერ ეტყვი, ადექი, ან დაჯექიო და არც დაგიჯერებს, მაგრამ მას უნიკალური სამკურნალო თვისებები გააჩნია. მაგალითად, შაკიკის დროს თავის ტკივილს ხსნის და შვებას აძლევს ადამიანებს. თავთან უნდა დაიწვინო და თავის თავზე აიღებს ცუდ ენერგიას. ფაქტობრივად, ექსტრასენსია. თუ ბავშვს უყვარს კატა, საოცარი კონტაქტი დგება მათ შორის. დაუნის სინდრომიანი ბავშვისთვის კატა აუცილებელიც კია. ბავშვი მშვიდდება ამ დროს. კატაც და ძაღლიც გრძნობენ, როცა ბავშვს შველა სჭირდება და მას ეტმასნებიან იმ ადგილას, რომელიც აწუხებს. თუ კუჭი გტკივა, მოვა კატა და მუცელზე დაგაწვება. მას მოზღვავებული ენერგია აქვს და განსაკუთრებით – შავ კატებს.  

– ჩვენში კი შავ კატას თარსს უძახიან...

– ეს მითია. შავი კატა მედიუმია. ჩვენს ცუდ ენერგიას აქარწყლებს და თავის თავზე იღებს. 

– თუთიყუშები ჰყავს ბევრ ოჯახს. 

–თუთიყუშები ძალიან აყვარებენ თავს ადამიანებს, თუმცა, სამწუხაროდ, 7 წლამდე ცოცხლობენ მხოლოდ. დიდი თუთიყუშები, ჟაკო და კაკადუ 60 წელსაც აღწევენ, მაგრამ მათ დიდი ყურადღება  სჭირდებათ.

ბავშვის თუთიყუშებთან ურთიერთობაც ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლებს, რომლებსაც ძაღლის ყოლის საშუალება არ აქვთ, ვურჩევ, თუთიყუში მაინც მიუყვანონ შვილებს. აკვარიუმში თევზებს  შეიძლება საათობით უყურო და ეს უკვე თერაპიაა. ამ დროს ნერვული სისტემა მშვიდდება, ბავშვს თუ მოზრდილს დეპრესია აღარ შეაწუხებს. ეს აუხსნელი თერაპიაა, მაგრამ ფაქტია. 

ადამიანს აუცილებლად სჭირდება რაიმე ცხოველთან სიახლოვე – ზღვის გოჭი, ბოცვერი, ზაზუნა... ზაზუნამ კბენა იცის, მაგრამ ესეც იმიტომ, რომ ადამიანებმა არ იციან, როგორ მიუდგნენ. როცა სძინავს და შენ მიხვალ და თავზე ხელს დაადებ, გიკბენს, აბა რა იქნება?! როცა ფხიზელია და თითს შეუცურებ, დაგიჯდება და მოგაფერებინებს. პანიკაში ვარდებიან მშობლები, ბავშვს უკბინაო და აცრას ითხოვენ. ყველას ვუხსნით, რომ ასეთ დროს აცრა არაა საჭირო. არც თუთიყუშის ნაკბენს სჭირდება აცრა. ზღვის გოჭები არ იკბინებიან. 

ზოგს გველის დანახვაზე ელეთმელეთი ემართება. პითონთან გადავიღე ფოტო და „ფეისბუქზე“ დავდე. ერთი ამბავი ატყდა, როგორ არ გეშინიაო... როცა იცი, რომ არ არის საშიში, შეგიძლია მოეფერო და გველიც არანაკლებ საყვარელი ცხოველია. დღეს ქამელეონების, იგუანების ბუმია... უკვე ბევრს ჰყავს სახლში. მათ რომ რამე შეაწუხებთ, მოჰყავთ, ნერვიულობენ და ეს მიხარია, რადგან ხალხმა გააფართოვა ამ მხრივ თვალსაწიერი და კომპლექსები აღარ აქვთ. ყველა ცხოველი და მათ შორის რეპტილიები გრძნობენ ადამიანს და უყვართ. მეც მყავს ქამელეონი სახლში და მელოდება, როდის მივაწოდებ საჭმელს. ხელიდან ისე ლამაზად მართმევს, ფიქრობს, არ დამაზიანოს. არ არიან აგრესიულები, პირიქით, ძალიან ალერსიანები გახლავთ...კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მშობლებს, რომ სახლში ცხოველი იყოლიონ, რადგან ცოცხალი კუთხე ბავშვისთვის აუცილებელია, ამით ბევრ პრობლემას მოაგვარებენ. ბავშვი ერთგულიც იქნება, მოსიყვარულეც და კარგი ადამიანიც გაიზრდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია  - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის

მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი თოვა და ქარბუქი - გაფრთხილება გარემოს ეროვნული სააგენტოსგან

მინისტრის ბრძანებით უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში ცვლილება შევიდა 

2025 წლიდან ბაღებში პერსონალს ხელფასი თითქმის 20%-ით გაეზრდება

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

სიახლეები
საზოგადოება