მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის, სსუ-ის სტუდენტური თვითმართველობისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთობლივი თანამშრომლობით, ჩატარდა იმიტირებული პროცესი სისხლის სამართალში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა.
პროექტის მონაწილეები გასაუბრების გზით შეირჩნენ, რომლებმაც სისხლის სამართლის საქმეებზე არსებითი განხილვა ჩაატარეს. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ პრაქტიკაში გამოევლინათ სასამართლო უნარ-ჩვევები და მიეღოთ შესაბამისი გამოცდილება.
პროცესს ხელმძღვანელობდნენ: სსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულები, ადვოკატი და ტრენერი ვახტანგ კოჭატაშვილი, გორის სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე ნინო არაბული და მაგისტრატურის სტუდენტი დავით თედორაძე.
ადვოკატი და ტრენერი ვახტანგ კოჭატაშვილი 2015 წლიდან დღემდე იურიდიულ ფაკულტეტზე აქტიურად ატარებს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომლის მიზანი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა.
იმიტირებულ პროცესს ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სსუ-ის ადვოკატები და პრაქტიკოსი-იურისტები, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს მონაწილეებს და უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად მონაწილეებს სიგელები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც