მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რატომ ეჭვიანობენ ბავშვები, რა სახით ვლინდება ის პატარებში და როგორ მოვიქცეთ სირთულეების თავიდან ასაცილებლად. აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხები ბევრი მშობლისთვის საინტერესო და საყურადღებოა.
ხშირად ბავშვის ეჭვიანობას იწვევს სურვილი შეაქოს მშობელმა, რომ იგრძნოს მისი სიყვარული, ხშირად ეჭვიანობა ახასიათებთ დედისერთა ან პირველ ბავშვებს, რადგან ისინი მიჩვეული არიან მარტო ყოფნას და მშობლების მთელი ყურადღების მიღებას. მათ უჭირთ „გაუნაწილონ“ ეს ყურადღება სხვას.
სპეციალისტები ამ პრობლემასთან ბრძოლის რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას გვაძლევენ:
• ხშირად ეჭვიანი ბავშვები დარწმუნებულები არიან რომ ისინი არავის არ მოსწონს. მშობლებმა უნდა განუმტკიცოს ბავშვს საკუთარი თავის რწმენა. აღნიშნეთ მისი ღირსებები და მიღწევები, არ გააკეთოთ აქცენტი ნაკლოვანებებსა და ცუდ საქციელზე.
• არ შეადაროთ ბავშვები ერთმანეთს. არ გაუსვათ ხაზი მათ სხვაობას, ამით გაართულებთ სიტუაციას და უბიძგებთ მათ შეეჯიბრონ ერთმანეთს. გახსოვდეთ : რაც უფრო იზრდებიან ბავშვები, მით უფრო მნიშვნელოვანია ეს.
• „დიდმა და ძლიერმა უნდა დაუთმოს პატარას და სუსტს“ - ეს ყველაზე არასწორი მიდგომაა, რომელიც ეჭვიანობას და აგრესიას იწვევს ბავშვებში.
• თუ თქვენ რამდენიმე შვილი გყავთ, თითოეულ მათგანს დაუთმეთ თანაბარი დრო და სიყვარული. შეაქეთ ყველა ერთ დონეზე.
• არ დასაჯოთ ბავშვი ეჭვიანობის გამო. ეს იქნება მისთვის სიგნალი, რომ ეჭვიანობა არ შეიძლება (ანუ მის გრძნობებს არავინ არ იღებს და ითვალისწინებს) და ამის გამო კიდევ უფრო გაუჭირდება.
• თუ ბავშვს არ მისცემთ ეჭვიანობის გამოხატვის საშუალებას, ეცდება არ გამოხატოს ეს გრძნობა, რაც უფრო გაართულებს სიტუაციას.
• აუცილებელია შვილების წარმატებების საჯაროდ აღიარება. არ შეიძლება მხოლოდ მის უარყოფით მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება.
სპეციალისტები გვირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ბავშვს, როცა ის ეჭვიანობს. რადგან ბავშვური ეჭვიანობის იგნორირება, მისი თვითდინებაზე მიშვება იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი თავისით გაივლის, არ იქნება გამართლებული.
თუ ჩვენ ადრეულ ასაკში არ დავეხმარებით ბავშვს ეჭვიანობის გრძნობის დაძლევაში, დიდი ალბათობით, მომავალში ის მისი ხასიათის თვისება გახდება და საბოლოოდ ეჭვიან ადამიანად ჩამოყალიბდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რკინიგზის ცნობით, უბედური შემთხვევა მოხდა ბათუმის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე
სააღდგომოდ ოჯახები 150 ან 300 ლარს მიიღებენ - ცვლილება მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ და ომის ვეტერანთა ოჯახებს ეხება
ბაღებში სააღდგომოდ „პრემიები“ დარიგდება - ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაციას თბილისის ბაღების სააგენტო ადასტურებს
„მასწავლებლად ალბერტ აინშტაინს ავირჩევდი, რადგან მისი ხედვა ცოდნასა და შემოქმედებაზე შთამაგონებელია“...
საღამოს საჯარო სკოლაში ვან გოგის დაბადების დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
კვირეულს I-II კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან: ნათია მეფარიშვილსა და ნინო სალიასთან ერთად შეუერთდნენ