მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობდა.
აღნიშნული თამაში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც სასწავლო ბატალიონის ოთხივე კურსთან ერთად მონაწილეობას ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი, სასწავლო ბატალიონის შტაბი, ინსტრუქტორთა მიმართულება და ადმინისტრაციის გუნდიც იღებდნენ. დაძაბული თამაშის შედეგად გამარჯვებული ადმინისტრაციის გუნდი ,,ექვსკუთხედი'' გახდა. საუკეთესო მოაზროვნის ტიტული იუნკერთა ბატალიონის II კურსის იუნკერ ვახტანგ ქოროღლიშვილს მიენიჭა.
გამარჯვებულებს საჩუქრები და სიგელები ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა რამაზ კვარაცხელიამ, ადმინისტრაციის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კონსტანტინე პეტრიაშვილმა და ბაკალავრიატის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი მეშველიანმა გადასცეს.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც